LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნათია თურნავა: სამხრეთის გაზის კორიდორით 2-ჯერ მეტ ბუნებრივ აირს მივიღებთ

113
cms-image-000030857

საქართველო მხარს უჭერს სამხრეთის გაზის კორიდორის განვითარებას. მნიშვნელოვანია, რომ ევროპა ბუნებრივ აირს საქართველოს ტერიტორიაზე გამავალი აღნიშნული კორიდორის მეშვეობით მიიღებს, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ნათია თურნავამ 20  ბაქოში გამართულ „სამხრეთის გაზის კორიდორის“ მრჩეველთა საბჭოს სხდომაზე განაცხადა.

„პროექტი სტრატეგიულად მნიშვნელოვანია არამხოლოდ საქართველოსთვის, არამედ ევროპისთვის და ამავე დროს, მას საგრძნობი მატერიალური სარგებელი მოაქვს ჩვენი ქვეყნისთვის. 2022 წლისთვის აღნიშნული მილსადენით ჩვენ დღევანდელზე დაახლოებით ორჯერ მეტი ბუნებრივი აირის მიღების შესაძლებლობა გვექნება, – აღნიშნა თურნავამ.

მისივე თქმით, აღნიშნული პროექტი არის რეგიონის სახელმწიფოებს შორის პოლიტიკური ერთობის გამოვლინება საერთო სტრატეგიული მიზნის მისაღწევად, რომელიც კასპიის ნახშირწყალბადების მდიდარი მარაგების ევროპის ბაზრამდე მიტანას ემსახურება.

მრჩეველთა საბჭოს სხდომა ოფიციალურად გახსნეს აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა და ევროკომისარმა საბიუჯეტო და ადამიანის რესურსების საკითხებში გიუნტერ ოტინგერმა, რომელიც ამავე დროს „სამხრეთის გაზის კორიდორის“ მრჩეველთა საბჭოს მოქმედი თანათავმჯდომარეა.

პლენარულ სესიასა და დისკუსიაზე გამოსვლისას, რომელიც „სამხრეთის გაზის კორიდორის“ მიღწევებსა და გამოწვევებს შეეხებოდა, საქართველოს სამთავრობო დელეგაციის ხელმძღვანელმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ნათია თურნავამ ნაზი გაუსვა კორიდორის მნიშვნელობას არამხოლოდ ევროპის ბაზრისთვის ბუნებრივი აირის ალტერნატიული გზით მიწოდების, არამედ რეგიონში სტაბილურობის შენარჩუნების მიმართულებით. მისი თქმით, საქართველოსთვის მნიშვნელოვანია შახ-დენიზის მეორე ფაზის დასრულება, რომლითაც მნიშვნელოვნად გაიზრდება გაზის მიწოდება არამხოლოდ საქართველოსთვის, არამედ იმ ქვეყნებისთვისაც, რომლებზეც TANAP – ის (ტრანსანატოლიური) და TAP – ის (ტრანსადრიატიკული) გაზსადენები გადის. აღსანიშნავია, რომ ევროპამ აღნიშნული მარშრუტით პირველი გაზის 2020 წლისთვის უნდა მიიღოს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები