LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნათია თურნავა სვანეთზე: დარწმუნებული ვარ, ადგილობრივების მხრიდან არაფერი გაკეთდება ისეთი, რაც გამართულ ტურისტულ სეზონს დარტყმის ქვეშ დააყენებს

111
ipiccy-image

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, სვანეთში ელექტროენერგიის მოხმარების საკითხთან დაკავშირებით, სამართალდამცველების ჩართვის საჭიროება ამ ეტაპზე არ არის.

როგორც თურნავამ განაცხადა, დარწმუნებულია, რომ ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან არაფერი გაკეთდება ისეთი, რაც „გამართულ ტურისტულ სეზონს დარტყმის ქვეშ დააყენებს“.

„სვანეთი დღეს გამორჩეული ტურისტული არეალია, სადაც მთელი მსოფლიოს დამსვენებლები ჩამოდიან, რათა უნიკალური ბუნება და არქიტექტურა ნახონ. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ ზამთრის კურორტების ინფრასტრუქტურა განახლებულიყო. დარწმუნებული ვარ, სვანეთის რეგიონის მოსახლეობა კარგად ხვდება, რომ სვანეთისთვის მთავარი პერსპექტივა და განვითარების გეზი ტურიზმია, მათ შორის ზამთრის ტურიზმი და აქედან გამომდინარე, მათი მხრიდან არაფერი გაკეთდება ისეთი, რაც გამართულ ტურისტულ სეზონს დარტყმის ქვეშ დააყენებს. მათ შორის, მიუღებელია ელექტროენერგიის უკანონო მოხმარება, მით უფრო ე.წ. საყოფაცხოვრებო „მაინინგთან” დაკავშირებული პრობლემები, რაც იქ არსებობს. ჩვენ ვმუშაობთ ადგილობრივ თვითმმართველობასთან და „ენერგო-პროსთან“, რათა ეს საკითხი ეტაპობრივად გადაიჭრას. ამ ეტაპზე სამართალდამცველების ჩართვის აუცილებლობას ვერ ვხედავთ, რადგან მოსახლეობა შეგნებულად უდგება ამ საკითხს. ყველამ კარგად იცის, რომ მთავარია, ტურისტული ინფრასტრუქტურა გამართულად მუშაობდეს“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

მისივე განმარტებით, დაწყებული იყო ეტაპობრივი გამრიცხველიანება იქ, სადაც აქამდე მრიცხველი არ იდგა, მათ შორის კომუნალური მრიცხველები და ეს პროცესი გაგრძელდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები