LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნატო დუმბაძე: „არც გახარიაზე მივიღებ დღეს მოღალატეს, ისევე, როგორც ირაკლიზე არ დავიჯერე მაშინაც…“

180
dumbadzegaribashvili

პროდიუსერი ნატო დუმბაძე სოციალურ ქსელში წერს იმის შესახებ, თუ რატომ არ მიესალმება გიორგი გახარიაზე ქილიკს და აღნიშნავს, რომ თავის დროზე ამჟამინდელ პრემიერსაც აკრიტიკებდნენ და მასზე ბიძინა ივანიშვილთან ენა მიჰქონდათ, თუმცა ის პრემიერის თანამდებობას დაუბრუნდა…

ნატო დუმბაძე:

„ორი დღეა, ვუსმენ გახარიაზე ქილიკს და მოკლედ, ასეთია ჩემი კომენტარი!

ხომ კარგად გვახსოვს, როგორ მოსცხეს ჩირქი, როგორ იმუშავა შავმა მანქანამ ირაკლი  ღარიბაშვილის წინააღმდეგ, შემდეგ ბიძინა ივანიშვილთანაც „პაჩკა პაჩკა“ „დანოსებით“ რომ დადიოდნენ, არიქა, რეებს სჩადისო, მერე ხომ გაუშვეს და ბედნიერები იყვნენ, არ მახსოვს, ვინმე გამოქომაგებოდა მას, ხალხის გარდა, ვითომც აქ არაფერი, ისე შეელივნენ კმაყოფილები!

დღეს ის ისევ პრემიერია, სიმართლემ გზა იპოვა  და დღეს ისევ ისინი და ისევ ვითომაც აქ არაფერი, წელგამართული უძარღვოდ უდგანან  გვერდზე!

ჰოდა, ამით იმის თქმა მინდა, არც გახარიაზე მივიღებ დღეს მოღალატეს, ისევე, როგორც ირაკლიზე არ დავიჯერე მაშინაც, ძალიან  ვგულშემატკივრობდი და ახლაც მართლა  გულწრფელად  გამიხარდა მისი ისევე გაპრემიერება, თუმცა ისინი, აი, ისინი, დარწმუნებული ვარ, გულგასიებულები დახვდნენ!

ნანახი რომ მაქვს ეს კინო, ამიტომაც ვუგულშემატკივრებ დღეს გახარიას!

რაც უნდათ, ის თქვან!

მე მახსოვს კარგად ყველაფერი!

P.S.ფოტოებს მხოლოდ ფავორიტებთან ვიღებ!“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები