LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნატო დუმბაძე ხელისუფლებას: „უ ასოზე დაგვიტოვეთ  ყველა და ყველაფერი! უმუშევრობით  დაწყებული, უსახსრობით დამთავრებული!“

110
natodumbadze45

პროდიუსერი ნატო დუმბაძე წერს, რომ ჯერჯერობით რჩება „ქართული ოცნების“ მხარდამჭერად და გამოწყობილი პოლიტიკოსებიც მოსწონს, რომელთაც კარგი სახლები და აგარაკები აქვთ, მაგრამ სვამს აქტუალურ კითხვებს ხელისუფლების მიმართ.

„მინდა დავწერო, მინდა რომ წაიკითხონ, მინდა, რომ გაიგონ ხმა! მე ვარ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი, არ უარვყოფ და ჯერჯერობით ვრჩები, თუმცა მინდა ისმინოთ! ძალიან  მომწონს ახალგაზრდა, გაპიწკინებული კარგ კოსტიუმებში,  კარგი სუნამოთი, კარგი გარეგნობით, კარგი ოჯახებით, კარგი შემოსავლით, კარგი საცხოვრებლით,  ბინებითა და აგარაკებით, ხელფასებით უზრუნველყოფილი პოლიტიკოსები! ეს ქვეყნის  სახეა და ნამდვილად მივესალმები! მაგრამ არის  ერთი მაგრამ!  ერთადერთი, დღეს რაც თვალნათლივ ჩანს, ეს არის  გალამაზებული და მოვლილი  დედაქალაქი, ეს  რომ არ დააფასო, უნდა გერქვას დაუნახავი! ესეც მხოლოდ კახის თავდაუზოგავი  შრომის დამსახურებაა!!!

დანარჩენი?

დანარჩენი რა ხდება? რამე სასიკეთოს აკეთებთ? ამ გაგანია პანდემიის დროს. იმის მაგივრად, ახლა რაც ხდება, ყური დაუგდოთ, შეხვდეთ,  ისევ არ უსმენთ არავის! ეს ნორმალურია? ნუთუ, არ შეიძლება, შეხვდეთ ამ ხალხს და დაუმტკიცოთ მთელ საქართველოს თქვენი სიმართლე, დაუყვავოთ და დაამშვიდოთ  ერი!

არ შეიძლება?

გავიგე კოპწიაობა, გავიგეთ რაღაცნაირი თავდაჯერებული “პახოდკით” სიარული ! სარკაზმით, ცინიზმით  საუბარი, გავიგეთ, რომ რაღაცაზე მუშაობთ და ქვეყნის სამსახურში ხართ, მაგრამ დაგვანახვეთ!

ნუ დაშორდით ხალხს, ეს კამერებთან ჰოლივუდის ღიმილიც მოგვბეზრდა და მოკლე  ტექსტური შეტყობინებაც! გეყოთ, ბატონებო, გეყოთ! დავიღალეთ! იცით, რა არის დაღლა?

უ ასოზე დაგვიტოვეთ  ყველა და ყველაფერი! უმუშევრობით  დაწყებული, უსახსრობით დამთავრებული!

ემიგრანტებმა რომ შეწყვიტონ ფულის გამოგზავნა, საქართველო აღარ იარსებებს, არა! ისინი არჩენენ საქართველოს! ზუსტად ემიგრანტებით გადიხართ დღეს ფონს!

რა გახდა სამი მილიონი კაცის მიხედვა, რა? შვეიცარია თუ არა, მიახლოებული მაინც უნდა იყოს ეს პატარა ოაზისი!

გონს უნდა მოეგოთ, მე, როგორც ერთმა  რიგითმა    მხარდამჭერმა, მინდა გითხრათ, რომ  ახლა არ არის წაყრუების  დრო, ახლა არ არის არეულობის დრო, შეხვდით და ღია ეთერში ესაუბრეთ თქვენივე ამომრჩეველს და იმ ხალხს, რომელიც ახლა ქუჩაში დგას!“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები