LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნატო დუმბაძე: „ხმა მივეცი „ოცნებას“ და ქვეყნის მმართველად გამყრელიძე, იმნაძე, ცერცვაძე შემრჩა!..“

77
natodumbadze345

პროდიუსერი ნატო დუმბაძე სოციალურ ქსელში ძალიან აქტიურია. ის ამჟამად პოლიტიკურ ვითარებაზე წერს და აღნიშნავს, რომ ხმა „ქართულ ოცნებას“ მისცა, თუმცა ქვეყნის მმართველები ეპიდემიოლოგები არიან.

ნატო დუმბაძე:

„მოკლედ, მე მჯეროდა და მივეცი ხმა ბატონ ბიძინას, რაღაცნაირად დაცულად ვგრძნობდი თავს, როცა ის ქვეყნის სათავეში იყო! რომ დაგვტოვა, მერე მივეცი ხმა მაინც „ოცნებას“, რადგან ისევ ბიძინა ივანიშვილმა დარეკვით მოგვიწოდა მხარდამჭერებს!

დღეს კი ქვეყნის მმართველად გამყრელიძე, იმნაძე, ცერცვაძე შემრჩა! „ოცნება“ მელიას დასდევს, მელიამაც ხოშიანად მოუგო, აბა, რისი მელიაა!

ქვეყანა დინებას მიჰყვება, ბალი ათი შაური! არ გამიკვირდება, მალე მიშაც ჩამოვიდეს, ჰოდა, ჩამოვიდეს ბატონო, კი, მიჯირყვნის კოხტად, უჰჰ, თან, როგორ მიჯირყვნის იმ სამეულს!

ჩამოდი, მიშა, ჩამოდი!

დავთაგო?“

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები