LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნატო დუმბაძე: “მაშინ რუსებს საზღვარზეც ნუ შემოუშვებენ! ოკუპანტის ფული კარგია და სპექტაკლით ჩასვლა მოღალატეობა?”

89
nato-dumbadze-2021-05-04-12-57-51-232578

მოსკოვი ჩეხოვის ფესტივალს მასპინძლობს, სადაც სხვადასხვა ქვეყნის თეატრალურ დასებთან ერთად, საქართველოც მიიღებს მონაწილეობას.

საქართველოში კი კვლავ ცხარე დისკუსია და მწვავე რეაქციები მოჰყვა რუსთაველის თეატრის გადაწყვეტილებას რუსეთის დედაქალაქში გამგზავრებაზე.

აღნიშნულ თემას სოციალურ ქსელში ეხმაურება პროდიუსერი ნატო დუმბაძე.

,,აი რა ვერ გავიგე იცით? ტურისტებიო, ბანკებიო, კრედიტებიო გახსენით დავიქეცითო ხომ მოსთქცამდნენ, ხომ გახსნეს და შემოგრიალდნენ სავსეა ქვეყანა რუსო ტურისტოთი, სავსე!
ისე კი საოცარ პოპულიარიზაციას გვიკეთებენ თან, ინსტაგრამიდან დაწყებული ტიკტოკით დამთავრებული, მთელი საქართველო დამათვალიერებინეს, ხოდა რომ ატყდა ახლა ამბავი რუსთაველის თეატრზე ასე თავმოქაჩლული გაჰკივიან ოკუპანტებთან რატომ ჩადიანო, მაშინ დაიკეტოს რუსო ტურისტოსთვისაც სასტუმროები, რესტორნები და საერთოდ რუსებს საზღვარზეც ნუ შემოუშვებენ! ოკუპანტის ფული კარგია და სპექტაკლით ჩასვლა მოღალატეობა?
ისე ვისაც ბევრი სასტუმროები და რესტორნები უძრავი ქონება აქვს კაკ რაზ რომ წინა ხელისუფლების დროს გამდიდრებული ნოვი გრუზინებისაა ხოდა აი ჯერ ეს გააკეთონ და მაშინ გავიგებ პატიოტულ მჯიღსაც და ამ კუდაბზიკურ პრეტენზიებს!
კულტურას კიდევ შეეშვან რა!”-წერს ნატო დუმბაძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები