LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნატო დუმბაძე: „სადარბაზოში გაზის სუნი იდგა, „ყაზტრანსგაზის“ წარმომადგენლებმა გვითხრეს, რომ მილები არ აქვთ და ვერ გამოცვლიან…“

nato-dumbadze.

პროდიუსერი ნატო დუმბაძე წერს, რომ მის სადარბაზოშიც იდგა გაზის მკვეთრი სუნი. მაცხოვრებლებმა გამოიძახეს „ყაზტრანსგაზი“, თუმცა მათ თქვეს, რომ მილები არ აქვთ და ვერ გამოცვლიან…

გთავაზობთ ნატო დუმბაძის სტატუსს ამ თემაზე:

„მოკლედ, დღეს სადარბაზოში გაზის სუნი იდგა. მოვიდა „ყაზტრანსგაზი“, აღმოჩნდა, რომ ჟონავდა, თუმცა ასე გვამცნეს რომ 1) მილები არ აქვთ და ვერ გამოცვლიან 2) საგანგაშო არ არის და ვეცადოთ, არ დავკეტოთ სადარბაზოს ფანჯარა და ბოლოს 3) წავიდნენ!! შემდეგ დავურეკეთ გაზის ხელოსან კოტეს და მან უზრუნველყო ჩვენი „დროებითი“ სიმშვიდე!

p.s. გაზის გადასახადი ისევ 300 ლარი!!!!“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები