LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნატო დუმბაძე: „წინა ხელისუფლების დროს გაგვივლია, რომ  ასეთ „ბრალდებას“  ხშირ შემთხვევაში მხოლოდ მასისთვის იყენებდნენ ამა თუ იმ პიროვნების იმიჯის შესალახად, დღეს კი  ყველა ერთად ზის ფანჩატურში!“

134
dumbadzegaxaria

პროდიუსერი ნატო დუმბაძე, რომელიც „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი დიდი ხანია არის, სოციალურ ქსელში აქვეყნებს ვრცელ სტატუსს, სადაც ირაკლი კობახიძის გუშინდელ ინტერვიუს ეხმაურება გიორგი გაბუნიასთან.

ნატო წერს:

„მიკლედ, გუშინ ვერ ვუყურე ინტერვიუს, დამეძინა  და დღეს ვუსმინე!

ჩემი ფავორიტები ოცნებაში იყვნენ გახარია, ღარიბაშვილი, კობახიძე  და კალაძე!

კობახიძე მართლა უნიჭიერესი კონტიტუციონალისტია და ზოგადად, ყოველთვის მომწონდა, ის სუფთა ხელებით მოვიდა პოლიტიკაში!

რაც შეეხება გუშინდელ ინტერვიუს, არ მომეწონა, არა იმიტომ, რომ ყველაფერში დამნაშავე გახარია იყო, ამიტომ არა, როცა ერთი გუნდია, შეცდომაც და შედეგიც გუნდის არის და არ მგონია სწორი, ერთ ჩინოვნიკზე გადაბრალება ყველაფრის მაშინ, როცა ის  აღარ არის გუნდის წევრი! გადაბრალება ცუდ ტონად მიმაჩნია!

მეორე, მტიცებულებების გარეშე საუბარი მიუღებელია! ვარაუდზე და დამთხვევაზე ირაკლიმ ყველაზე კარგად იცის, რომ ასეთი მძიმე ბრალდება მოკლებულია ყველანაირ საფუძველს, როცა არ გაქვს  ფაქტი!

წინა ხელისუფლების დროს გაგვივლია, უკვე  ვიცით, გვისმენია და ვისწავლეთ კიდეც, რომ  ასეთ „ბრალდებას“  ხშირ შემთხვევაში მხოლოდ მასისთვის იყენებდნენ ამა თუ იმ პიროვნების იმიჯის შესალახად, ხან აგენტებად, ხან მიღალატეებად და ხან „შპიონებად“ შეურაცხავთ , ფილმებსაც იღებდნენ, დღეს კი  ყველა ერთად ზის ფანჩატურში!

ჰოდა, მიდი  ახლა და დაიჯერე რამე!

ესაა ჩემი კომენტარი!“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები