LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნატო გელაშვილი „მხოლოდ ქართულიდან“ გავარდნილ ლაშა ნანობაშვილს 2000 ლარს ჩუქნის

1698
nato-mxolod-qartuli-news

როგორც ნატო გელაშვილის მიერ ახლახან გამოქვეყნებული სტატუსიდან ირკვევა, ის კონკურსანტს, რომელმაც გუშინ „მხოლოდ ქართული“ დატოვა, ლაშა ნანობაშვილს, საკუთარი ფონდიდან 2000 ლარს გადასცემს. გთავაზობთ კომპოზიტორის სტატუსს და შეგახსენებთ, რომ მისი შვილი, ლუკა ჭოხონელიძე „მხოლოდ ქართულის“ კონკურსანტია. რაც შეეხება ლაშა ნანობაშვილს, მისი დედა საზღვარგარეთ არის სამუშაოდ წასული და ფულს ნატო გელაშვილი მას სავარაუდოდ, თვითმფრინავის ბილეთის საყიდლად გადასცემს, რათა ლაშამ დედის მონახულება შეძლოს.

„ჩემთვის დედაშვილობით ბრუნავს „ღერძი სამყაროსი“. და ვფიქრობ, რომ აუცილებელია ყველა შვილისათვის „ბილეთი” დედაშვილობის ერთიანობამდე. დღეს ჩახუტების დღეა. მე არ ვიცი, რა პროცედურებია და არც მესმის დაჯილდოვების ცერემონიალის პირობები. უბრალოდ, მთელი გულით და დღევანდელ ჩახუტების დღეს მინდა, მოვეფერო ლაშა ნანობაშვილს და მის დედიკოს, რომლებსაც მეც თქვენსავით ვიცნობ ეკრანიდან…

გადავწყვიტე, ნატო გელაშვილის საქველმოქმედო ფონდიდან ლაშას გადავცე 2000-ლარიანი ვაუჩერი. ვინც მიცნობს, ჩემს გულწრფელ გადაწყვეტილებაში ეჭვსვერავინ შეიტანს. იმ კონკურსანტებს, ვინც უკვე დატოვა კონკურსი, ასევე წარმატებები მინდა ვუსურვო და ჩავეხუტო მათაც. ვფიქრობ, აუცილებელია ყველა შვილისათვის „ბილეთი“ დედაშვილობის ერთიანობამდე.მხოლოდ ერთმანეთის გვერდში დგომით გავძლიერდებით. გეგულებოდე, ლაშა, შენც და ასევე ყველა იმ შვილს, ვინც დედის გულის გახარებას ცდილობს და ყველაფერს აკეთებს დედის ღიმილისათვის…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები