LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნატო გელაშვილი მრავალშვილიან და სოციალურად დაუცველ ოჯახებს ორასლარიან ვაუჩერებს გამოუყოფს

7218
ნატო-გელაშვილი-567

მომღერალმა და კომპოზიტორმა ნატო გელაშვილმა გამოაქვეყნა პოსტი, სადაც წერს, რომ რამდენიმე მრავალშვილიან და სოციალურად დაუცველ, გაჭირვებულ ოჯახს დაეხმარება და მათ საკუთარი ფონდიდან 200-ლარიან ვაუჩერებს გამოუყოფს.

გთავაზობთ მის სტატუსს:

“მე, როგორც ამ ქვეყნის შვილმა და ერთ-ერთმა თქვენგანმა, მინდა ჩემი წვლილი შევიტანო ჩემი ქვეყნისა და ხალხის თავზე მოვლენილი განსაცდელის დასათმენად და სახლში დარჩენილ 10 სოციალურად დაუცველ და 5 მრავალშვილიან თითოეულ ოჯახს ნატო გელაშვილის საქველმოქმედო ფონდიდან გამოეყოს 200-ლარიანი ვაუჩერი… უფალმა გამძლეობა მოგვცეს ყველას?? დაუდგეთ ერთმანეთს გვერდით ❤️მიყვარხართ და მინდა ჩემმა ხალხმა მალე დაძლიოს ეს მოვლენილი განსაცდელი და გაბრწყინდეს და აღორძინდეს მარიამ ღვთიშობლის წილხვედრი ჩვენი ქვეყანა??❤️გთხოვთ კომენტარებში დატოვოთ იმ სოციალურად დაუცველი და მრავალშვილიანი ოჯახებისინფორმაციები (სახელი გვარი.. პირადი ნომერი და ანგარიშის ნომერი..აუცილებელია ვიდეო მასალა რომელიც დაადასტურებს დასახმარებელი ოჯახების მდგომარეობას) საჯაროდ, რომლებიც საჭიროებენ ამ ღრმა კრიზისში გადაუდებელ დახმარებას… ?❤️უფალს ვებარებოდეთ… ??ყველაფერი კარგად იქნება”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები