LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნატო საქართველოს დახმარებას ჰპირდება – რა განცხადება გააკეთა გენერალური მდივნის მოადგილემ

101
გიორგი როუზი 2

ნატო საქართველოს გვერდით – ჩრდილოატლანტიკური ალიანსი დახმარებას გვპირდება. გენერალური მდივნის მოადგილე ამბობს, რომ ისინი საერთაშორისო პრინციპებს მხარს უჭერენ და მზად არიან, საქართველოს დაეხმარონ, რათა ქვეყანა ნატოს წევრი გახდეს.

ჩვენ შევთანხმდით, რომ არსებითი პაკეტი გავაუმჯობესოთ, მოკავშირეებმა მეტი რესურსის გამოყოფის პირობა დადეს”,

აღნიშნა როუზ გოტმიოლერმა ნატო-საქართველოს კომისიის სხდომის შემდეგ. 

"ნატოს კარი საქართველოსთვის ღიაა, ეს სიგნალია" - სტოლტენბერგი

"როდესაც ის შეასრულებს ყველა კრიტერიუმს, ის მზად იქნება გაწევრიანებისთვის. ეს არის ძლიერი სიგნალი საქართველოსთვის"

„ჩვენ ასევე მივესალმეთ საქართველოს მიერ მიღწეულ მნიშვნელოვან პროგრესს რეფორმების გზაზე. თქვენ შეძელით თავდაცვის სფეროს რეფორმების გატარება და შეიარაღებული ძალების მოდერნიზება, მიაღწიეთ მნიშვნელოვან პროგრესს სამხედრო ხარჯების კუთხით. ჩვენ მოგიწოდებთ, ასე გააგრძელოთ“, – ამბობს გენერალური მდივნის მოადგილე.

დღეს ნატო-საქართველოს კომისიის ერთობლივ განცხადებაში მოკავშირეებმა რუსეთს კიდევ ერთხელ მოუწოდეს, საკუთარი ძალები საქართველოს ტერიტორიიდან გაიყვანოს და უარი თქვას აფხეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებაზე.   

საგარეო უწყება რასმუსენის განცხადებაზე: მისი მოსაზრება არ ნიშნავს, რომ საკითხი სახელმძღვანელოა

საუბარია შემოთავაზებაზე, რომ საქართველომ უნდა განიხილოს გაწევრიანება მე-5 მუხლის აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში გაუვრცელებლად

„ვგმობთ მავთულხლართების, ღობეებისა და ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ სხვა ხელოვნური, საზღვრის მსგავსი დაბრკოლებების მშენებლობის განახლებას. ეს ნაბიჯები არღვევს საქართველოს სუვერენიტეტს , მოკავშირეები არ აღიარებენ ე.წ. არჩევნებს, მხარს ვუჭერთ საქართველოს ჩართულობისა და ნდობის აღდგენისკენ მიმართულ ქმედებებს“, – ნათქვამია განცხადებაში.

დღეს გოტმიოლერი საქართველოს პრემიერ-მინისტრაც შეხვდა. გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ ქართულმა მხარემ გარკვეული რეკომენდაციები მიიღო.

„ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს პროგრესი ნატო-სთან თანამშრომლობის არის სულ უფრო და უფრო ეფექტური, მოგეხსენებათ, რომ ერთობლივი წვრთნების ნაწილში საქართველოს აქვს ბოლო 2019 წლის განმავლობაში სერიოზული წარმატებები და ჩვენ ყველანი მოველით, რომ ეს ეფექტური თანამშრომლობა, რომელიც უკვე გადაზრდილია საქართველოს ყველაზე მაღალი ხარისხის თავსებადობაში ნატო-ს ძალებთან, საბოლოო ჯამში გადათარგმნილი იქნება რეალურ შედეგში და ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ის, რასაც ქართველი მოქალაქეები აძლევენ ხმას, ამას მხარს დაუჭერენ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები“, – განაცხადა გახარიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები