LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნატოს კარი ღია რჩება, მაგრამ იმისთვის, რომ უკრაინა და საქართველო ნატოს წევრები გახდნენ, ალიანსის სტანდარტები უნდა დააკმაყოფილონ: იენს სტოლტენბერგი

85
b88f92d27f14019613ddd4adcbff5347-XL

ნატოს გენერალური მდივანის იენს სტოლტენბერგის თქმით, “ნატოს კარი ღია რჩება, მაგრამ იმისთვის, რომ უკრაინა და საქართველო ნატოს წევრები გახდნენ, ალიანსის სტანდარტები უნდა დააკმაყოფილონ.

ის ორივე ქვეყანას ურჩევს, ორიენტირებულები იყვნენ რეფორმებზე, ინსტიტუტების რეფორმირებასა და მოდერნიზებაზე, ასევე დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებაზე და კორუფციასთან ბრძოლაზე. სტოლტენბერგის თქმით, ნატო ორივე ქვეყანას აღნიშნული რეფორმების გატარების მცდელობაში ეხმარება.

“ნატო-ს კარგი ღია რჩება. ბუქარესტში, ნატო-ს სამიტზე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ უკრაინა და საქართველო ნატო-ს წევრები გახდებიან, მაგრამ ჩვენ კონკრეტული თარიღი არ დაგვითქვამს. ეს ქვეყნები ნატო-ს წევრები რომ გახდნენ, ალიანსის სტანდარტები უნდა დააკმაყოფილონ. ჩემი გზავნილი ორივე ქვეყნისთვის არის ის, რომ ისინი ორიენტირებულები უნდა იყვნენ რეფორმებზე, ინსტიტუტების რეფორმირებასა და მოდერნიზებაზე, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებაზე, კორუფციასთან ბრძოლაზე. ჩვენ ამ რეფორმების გატარების მცდელობაში მათ ვეხმარებით,“ – აღნიშნა ნატოს გენერალურმა მდივანმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები