LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნავთლუღის ბაზარში ძველი დახლების დემონტაჟი მიმდინარეობს

127
77

სურსათის ეროვნული სააგენტოს რეკომენდაციებით, ნავთლუღის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული საცალო ვაჭრობის აგრარულ ბაზარში (შპს. ნავთლუღი) სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. პროცესს სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები უწევენ ზედამხედველობას.

სავაჭრო ობიექტში ძველი დახლების დემონტაჟი და ტერიტორიის დასუფთავება მიმდინარეობს.

იმისათვის, რომ ბაზარმა უმოკლეს ვადაში დააკმაყოფილოს უსაფრთხოების დადგენილი მოთხოვნები და აღადგინოს ფუნქციონირება, სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორები აქტიურად თანამშრომლობენ ბაზრის ადმინისტრაციასთან და შესაბამის რეკომენდაციებს გასცემენ.

ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები