LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამ ნაწილში მიდიოდა საუბარი ძირითადად თეორიულ ჭრილში, ანუ ესადაგება თუ არ ესადაგება კონსტიტუციას წარმოდგენილი მოდელი – ირმა ინაშვილი

193
170228133823

ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრა, დიპლომატების მონაწილეობით, 10:00 საათზე დაიწყო და ამ დრომდე გრძელდება. შეხვედრა ირმა ინაშვილმა უკვე დატოვა, რადგან როგორც მან როგორც აღნიშნა 18:00 საათზე „პატრიოტთა ალიანსს“ სპორტის სასახლეში შეხვედრა აქვს დაგეგმილი.

ირმა ინაშვილმა განაცხადა, რომ შეხვედრაზე გერმანულ მოდელთან დაკავშირებით საუბარი თეორიულ ჭრილში წარიმართა.

ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა მიმდინარეობს

შეხვედრას ესწრება საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიცია, მმართველი გუნდის წარმომადგენლები, დიპლომატიური კორპუსი, მათ შორის ამერიკის, გერმანიის და ევროკავშირის ელჩები.

„ამ ნაწილში მიდიოდა საუბარი ძირითადად თეორიულ ჭრილში, ანუ ესადაგება თუ არ ესადაგება კონსტიტუციას წარმოდგენილი მოდელი, საუბარია გერმანულ მოდელზე, მაგრამ აქ პოლიტიკური გადაწყვეტილება არის მისაღები, პოლიტიკური გადაწყვეტილება – მზად არის თუ არა ხელისუფლება და უმრავლესობა, რომ წამოვიდეს ჯანსაღ ცვლილებებზე. როგორც წესი, დიპლომატების პოზიცია არის, რომ დიალოგი გაგრძელდეს და რაღაც კონსენსუსამდე მივიდეს პოლიტიკური სპექტრი“, – განაცხადა ინაშვილმა.

ამასთან, ინაშვილი შეხვედრასთან დაკავშირებით პროგნოზს ჯერჯერობით ვერ აკეთებს.

პოპულალურები