LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ნაყინი მინდა“ – ახდენილი სურვილი სიკვდილის წინ – 90 წლის მოხუც ქალს ნაყინის მანქანა სახლში მიადგა (ვიდეო)

349
ice cream

ჯორჯი და ნორმა უკვე 67 წელია ერთად არიან. წყვილმა ცოტა ხნის წინ გადაწყვიტა, ძველ სახლს დაბრუნებოდნენ და სიცოცხლის ბოლო დღეები უილიამსვილში გაეტარებინათ. Сbsnews წერს, რომ 90 წლის ნორმა ბოლო პერიოდში ჰოსპისში იყო, სადაც უიმედო ავადმყოფები არიან.

ის სიკვდილს ყოველდღე ელოდება. მძიმე მდგომარეობის გამო, ოჯახმა გადაწყვიტა, ნორმა კლინიკიდან წამოეყვანათ, რომ ბოლო დღეები მან ქმართან ერთად საკუთარ სახლში გაატაროს.

91 წლის ჯორჯი მისთვის ნაყინს მათთან ახლოს მდებარე ნაყინის ჯიხურში ყოველდღე ყიდულობდა. ნორმას თავად სურდა სანაყინეში წავლა, მაგრამ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ეს შეუძლებელი იყო. ჯიხურის მეპატრონემ გადაწყვიტა, ჯორჯის დაბადების დღეზე მოხუცი ცოლ-ქმრისთვის სიურპრიზი მოეწყო და ნაყინის მანქანით მათ სახლში მიაკითხა.

„ის პატარა ბავშვითაა, ასეთი ბედნიერი დიდი ხანია არ მინახავს, მან შოკოლადის და ყავის ნაყინი აირჩია“, – ამბობს ჯორჯი 90 წლის მეუღლეზე.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები