LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

NCDC: “ასტრაზენეკას” ვაქცინის მეორე დოზის მიღების ბოლო ვადა 31 ოქტომბერია

121
1

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, რომ კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის, “ასტრაზენეკას” მეორე დოზით აცრის ბოლო ვადა 31 ოქტომბერია.

NCDC იმ პირებს, რომლებსაც უკვე მიღებული აქვთ “ასტრაზენეკას” პირველი დოზა და მეორე დოზის გაკეთება 31 ოქტომბრის შემდეგ უწევთ, ალტენატივად ქვეყანაში არსებულ სხვა ვაქცინებს სთავაზობს:

“ასტრაზენეკას COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის მე-2 დოზის მიღების ბოლო ვადაა 31 ოქტომბერი.

1 ნოემბრიდან იმ პირებს, ვისაც მიღებული აქვთ ასტრაზენეკას პირველი დოზა, შეეთავაზებათ ნებისმიერი ალტერნატიული ვაქცინა: “ფაიზერი”, “სინოფარმი” ან “სინოვაკი”, – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ საქართველოში ვაქცინაციის პროცესი 15 მარტს, სწორედ “ასტრაზენეკას” ვაქცინით დაიწყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები