LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ნებისმიერ საერთაშორისო შეხვედრაზე უნდა ითქვას – გამარჯობა, აფხაზეთი და ოსეთი ჩვენია” – ვაჟა გაფრინდაშვილი

96
BeFunky-collage (13)

ექიმი, ვაჟა გაფრინდაშვილი “ტვ პირველის” ეთერში გამოხმაურა ოფიციალური რუსეთის სკანდალურ განცხადებას, რომელშიც საქართველო პროვოკაციაში დაადანაშაულა. საუბარია საოკუპაციო რეჟიმის მიერ საქართველოს ორი მოქალაქის გატაცებასა და ერთ-ერთი მათგანის დაჭრაზე.

ოკუპანტების მიერ 6 დღის წინ დაჭრილი და გატაცებული მამაკაცი ისევ ტყვეობაში რჩება. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია ამ დრომდე უცნობია.

ზაზა გახელაძე მკურნალობას, სავარაუდოდ, ცხინვალის საავადმყოფოში გადის. ოჯახში ამბობენ, რომ ის პროვოკაციაზე არ წავიდოდა, ასევე ადასტურებს, რომ მას თან ჰქონდა სანადირო თოფი.

ვაჟა გაფრინდაშვილი მიიჩნევს, რომ საზოგადოება ახლაც ისე უნდა გაერთიანდეს, როგორც მის შემთხვევაში.

“ჩემთვის წარმოუდგენელი იყო ის სიტუაცია, რაც ჩემს დროს საქართველოში იყო. ახლაც, ზუსტად იგივე სიტუაცია უნდა იყოს. ჩემი ოჯახის გამოცდილებიდან ვამბობ, რომ ვერაფერს ვერ შეძლებდნენ, ხალხი რომ არ დადგომოდა გვერდით…

ეს ხდება მთელი ერის დაშინების მიზნით. ზაზას შემთხვევა იმის ნიშანია, რომ გვეუბნებიან, თქვენ ამ ადგილს აღარ გაეკაროთ.

ნებისმიერ საერთაშორისო შეხვედრაზე, სიმპოზიუმზე უნდა ითქვას — გამარჯობა, აფხაზეთი ჩვენია, ოსეთი ჩვენია, 20 პროცენტი ოკუპირებულია, კარგად იყავით. ყველამ უნდა ვაჩვენოთ, რომ ეს არ არის 5, 10, 20 კაცის საფიქრალი.”- თქვა ვაჟა გაფრინდაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები