LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნებისმიერი მაგ პუნქტის შესრულება ივანიშვილის მხრიდან ძალაუფლების დათმობას გულისხმობს, ჩემი აზრით კი, ის ძალაუფლებას არ დათმობს: ჯაფარიძე გირჩის მოთხოვნებზე

58
ზურაბ ჯაფარიძე

პარტია “გირჩი – მეტი თავისუფლების” ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე, მისი ყოფილი პარტიის “გირჩის” მიერ წარდგენლი 7-პუნქტიან მოთხოვნებს აფასებს და ამბობს, რომ კარგი პუნქტებია, თუმცა “ქართული ოცნება” მას არ შეასრულებს.

ჯაფარიძის განცხადებით, აღნიშნული პუნქტებიდან რომელიმეს შესრულება, ბიძინა ივანიშვილის მხრიდან ძალაუფლების დათმობას გულისხმობს, ივანიშვილი კი ძალაუფლებას არ დათმობს:

“კარგი პუნქტებია, მაგრამ შანსი არაა, რომ მაგაზე “ქართული ოცნება” წამოვიდეს – მაქსიმუმ დაპირდნენ. არ წამოვა, ზუსტად ვიცი! მსგავსი არარეალისტური მოთხოვნები მაგათ რამდენჯერმე გააკეთეს. სინამდვილეში, ნებისმიერი მაგ პუნქტის შესრულება ივანიშვილის მხრიდან ძალაუფლების დათმობას გულისხმობს, ჩემი აზრით კი, ის ძალაუფლებას არ დათმობს. ან რატომ უნდა დათმოს, როდესაც მოლაპარაკების მაგიდაზე ისედაც ჩანს, რომ ეგ ადამიანები ისედაც აპირებენ შესვლას.” – თქვა ჯაფარიძემ.

შეგახსენებთ, პოლიტიკურმა პარტია “გირჩმა” იმ მოთხოვნების ჩამონათვალი გაავრცელა, რა შემთხვევაშიც მზადაა პარლამენტის ბოიკოტის რეჟიმი შეწყვიტოს. როგორც პარტიაში აცხადებენ, თუ “ქართული ოცნება” აღნიშნული შვიდი საკითხიდან ერთ-ერთი საკითხის სრულყოფილად გადაწყვეტას და მოწესრიგებას დათანხმდება, პარლამენტში შევლენ.

უფრო ვრცლად წაიკითხავთ აქ:

ბოიკოტის რეჟიმს შევწყვეტთ, თუ „ქართული ოცნება“ ჩვენს მიერ განსაზღვრული 7 საკითხიდან ერთ-ერთის სრულყოფილად გადაწყვეტას დათანხმდება: “გირჩი”

ფაქტია, პარლამენტში შემოსვლა უნდათ და რაღაც ხელჩასაჭიდი ვერ თქვეს: ელისაშვილი გირჩის მოთხოვნებზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები