LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნეკა დოროყაშვილი საკუთარი ბიზნესის შესახებ კრიტიკოსებს პასუხობს: “ოცნება ბიზნესზე ძალიან ადვილია, თუმცა რეალურად საქმეზე ხელის მოკიდება არ უნდათ ან არ შეუძლიათ”

2035
BeFunky-collage (7)

ქარ­თველ ჩოგ­ბურ­თელს, ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვილს ყო­ფი­ლი მე­უღ­ლე, მო­დე­ლი ნეკა დოროყაშვილი სა­კუ­თა­რი ბიზ­ნე­სის შე­სა­ხე­ბ კრი­ტი­კო­სებს “ფე­ის­ბუ­ქის” პი­რად გვერ­დზე პა­სუ­ხობს:

„ბოლო დღეებში ძალიან ბევრმა ადამიანმა მომწერა პირადში ან მიუძღვნა საჯარო კომენტარი ჩემს გარშემო მიმდინარე მოვლენებს. ჩემთვის ძალიან არასასიამოვნოა, რომ კიდევ მიწევს ამ თემებზე საუბარი და ვინმესთვის რამის ახსნა, ძალიან შემაწუხებელია, როდესაც სიმართლე შენს მხარეს არის, თუმცა საზოგადოებაში სხვა განწყობები ჭარბობს. საწყენია, რომ ქვეყანაში, სადაც ასეთი გაჭირვება სუფევს და ძალიან ძნელია ბიზნესის კეთება ახალგაზრდა ადამიანებისათვის, მითუმეტეს პანდემიის აკრძალვების და შეზღუდვების პირობებიში ადამიანი მაინც ახერხებს საინტერესო ბიზნესწამოწყებას ჩაუყაროს საფუძველი და ძალიან მოკლე დროში ბევრი წინააღმდეგობის მიუხედავად ახერხებს ბიზნესის გამართვას, მას კი ამისთვის კიცხავენ. როგორც ძალიან ცნობილი კანადელი ფსიქოლოგი ჯორდან პეტერსონი იტყოდა აქ უნდა დაისვას კითხვა, რა არის თქვენი მოტივი, შეიძლება მოტივი შურია?! მას არაერთი ნამუშევარი აქვს მიძღვნილი ამ საკითხებზე და ძირეულად ხსნის ადამიანების განკიცხვის და ლანძღვის მიზეზებს.

ფიქრი და ოცნება ბიზნესზე ძალიან ადვილია და ბევრ ადამიანს შეუძლია, თუმცა რეალურად საქმეზე ხელის მოკიდება არ უნდათ ან არ შეუძლიათ ან იწყებენ და შუა გზაზე ჩერდებიან. დღეს ძალიან ბევრი პლატფორმა არსებობს კაპიტალის მოსაზიდად ბიზნესის წამოწყებისათვის.

თუ საკმარის ენერგიას, შრომას და თავდაუზოგავ ძალისხმევას ჩადებ ადამიანს შეგიძლია ნულიდან შეადგინო ბიზნეს გეგმა, შექმნა პროტოტიპი, მოიზიდო კაპიტალი, დაიწყო ბიზნესი და შემდეგ თავდაუზოგავი და გაუჩერებელი შრომის ხარჯზე შეძლო შენი გეგმის სისრულეში მოყვანა. მათთვის ვინც დაინტერესებულია ჩემი ბიზნესის ფინანსური ისტორიით მას არანაირი კავშირი არ აქვს  ნიკოლოზ ბასილაშვილის ფინანსებთან. ეს ბიზნესი დავიწყე ნულიდან, მთლიანად მოზიდული საინვესტიციო კაპიტალით. ყოველთვის მჯეროდა,რომ ადამიანის მოხერხება და წარმატება მისალოცი ამბავი იყო მითუმეტეს ქართველი  ახალგაზრდებისათვის. ასეთი წინააღმდეგობის ფონზე, როდესაც საქართველოში და მთელ მსოფლიოში  ეკონომიკა ძალიან სერიოზულ რყევევას განიცდის.  მშპ მცირდება. სახელმწიფოებისა და კომპანიების ბიუჯეტები შემცირებულია, ვალები კი გაზრდილი. ამ ფონზე თუ ვინმემ ბიზნესის გამართვა და წარმატება მოახერხა მე პირადად ძალიან მიხარია. ყოველთვის ვგულშემატკივრობ და თანადგონას ვუცხადებ ასეთ წამოწყებებს.  თუმცა ალბათ, კორონა შეზღუდვების და აკძალვების პირობებში ყველანი ასე თუ ისე დასტრესილები ვართ და ხანდახან შეიძლება გაგვიჭირდეს მოვლენების ობიექტური აღქმა.   თუმცა არაუშავს მე ღრმად მწამს, რომ ჩვენი ქვეყანა და ქართველი ხალხი ამ სიძნელეებს ერთად გადავლახავთ და მომავალში ყველაფრის პოზიტიურ ჭრილში დანახვას შევძლებთ.“- წერს ნეკა დოროყაშვილი.

“ვერ გირეკავ, მაგრამ ძალიან მინდა შენი ხმის გაგონება” – ნიკოლოზ ბასილაშვილის ემოციური წერილი შვილს

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები