LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ნელ-ნელა დაიწყეს გამოსვლა – ცოტა სიფრთხილით, ცოტა შიშით, ცოტა ცქმუტვით” – თბილისის ზოოპარკი გაიხსნა

131
BeFunky-collage (3)

თბილისის ზოოპარკი გაიხსნა. ინფორმაციას თავად ზოოპარკის ადმინისტრაცია ავრცელებს სოციალურ ქსელში.

“და აჰა, ეს დღეც დადგა და ზოოპარკიც გაიხსნა

ეს ფოტო ადრე გადავიღეთ და ახლა ამოვქექეთ, გარემოებებიდან გამომდინარე. ჩვენს დღევანდელ, ადამიანურ რეალობას ასახავს ერთგვარად. ვოლიერში რაღაცას ვაკეთებდით და ლომები გარკვეული დროით სახლში გვყავდა გამოკეტილი. რომ მოვრჩით საქმეს, გავუღეთ. მერე ასეთი სახეებით, ნელ-ნელა დაიწყეს გამოსვლა – ცოტა სიფრთხილით, ცოტა შიშით, ცოტა ცნობისმოყვარეობით, ცოტა ცქმუტვით. ჩვენც ასე ვართ დღეს. ნელ-ნელა გამოვდივართ – ცოტა სიფრთხილით, ცოტა შიშით, ცოტა ცნობისმოყვარეობით, ცოტა ცქმუტვით…”- წერს თბილისის ზოოპარკის ადმინისტრაცია.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები