თუ ეს არის მუსიკის მომავალი, მაშინ საქართველოს სხვა პლანეტაა, – ეს განცხადება მომღერალმა ოთო ნემსაძემ სოციალურ ქსელში მას შემდეგ გააკეთა, რაც ევროვიზიის ფინალში ვერ გადავიდა.

საქართველოს კონკურსანტმა მხარდამჭერებს მიმართა.

“პირველ რიგში, მინდა ბოდიში მოგიხადოთ, რადგან ვერ შევძელი ფინალში გადასვლა, თუმცა ვთვლი, რომ ძალიან ღირსეული იყო ჩვენი ქვეყანა მთელი ეს მარათონი. მინდა, ძალიან დიდი მადლობა გითხრათ თქვენ ყველას. ვიცი, რომ ყველანი იჯექით ტელეფონებით ხელში, ყველანი იჯექით ანთებული გულებით ხელში”- ამბობს ვიდეომიმართვაში მომღერალი.

 

ევროვიზიის სიმღერის რიგით 64-ე კონკურსის პირველი ნახევარფინალი თელ-ავივში გაიმართა.

ოთო ნემსაძე ფინალში ვერ გადავიდა. ნემსაძემ სიმღერა “სულ წინ იარე” შეასრულა, რომელიც მცოცავ ოკუპაციას ეხება.

მსგავსი თემები