LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ნენსკრა ჰიდრო” საქართველოს TOP-ინვესტორების ათეულშია

nenskra

კომპანია „ნენსკრა ჰიდრო“ 2018 წლის მესამე კვარტლის TOP-ინვესტორების ათეულშია.

„საქსტატის“ ინფორმაციით, „ნენსკრა ჰიდრო“ იმ 10 ინვესტორ კომპანიას შორის მოხვდა, რომელთაც მესამე კვარტალში ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განახორციელეს.

„ნენსკრა ჰიდროს” ინფორმაციით, კომპანია 2018 წელს ჯამურად 58,2 მილიონი დოლარის ოდენობის ინვესტიციას განახორციელებს. აღსანიშნავია, რომ 1 ნოემბერს მესტიის მუნიციპალიტეტის სოფლებში ჭუბერსა და ნაკრაში ნენსკრა ჰესის მშენებლობისთვის მოსამზადებელი სამუშაოები განახლდა. სამუშაოებს სს „ნენსკრა ჰიდროს“ ქვეკონტრაქტორი კომპანია „ქართული სამშენებლო კონსორციუმი“ აწარმოებს.

მათივე ინფორმაციით, ამჟამად სოფელ ჭუბერში სრული დატვირთვით მიმდინარეობს 5 ივლისის სტიქიით დაზიანებული გზის 2 მონაკვეთის აღდგენა. ადგილზე მძიმე ტექნიკის 20-მდე ერთეულია მობილიზებული. მოსამზადებელი სამუშაოების მომდევნო ეტაპი მდინარე ნენსკრაზე 3 ხიდის მშენებლობა იქნება.

„ნენსკრა ჰიდროს“ ინფორმაციით, პროექტის მოსამზადებელი სამუშაოები, რომლებიც ნენსკრასა და ნაკრას ხეობებში ხიდებისა და გზების მშენებლობა-რეაბილიტაციას, სამშენებლო ბანაკებისა და ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობას მოიცავს, 2019 წლის ბოლოს დასრულდება. სამშენებლო სამუშაოებთან ერთად ინვესტორი კომპანია ადგილზე სოციალურ და საგანმანათლებლო პროექტებს ახორციელებს. ასევე, ხელს უწყობს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას. მაგალითად, 2018 წლის შემოდგომიდან სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოსთან ერთად „ნენსკრა ჰიდრო“ აქტიურად მუშაობს ჭუბერსა და ნაკრაში სასოფლო-სამეურნეო მრავალდარგოვანი კოოპერატივების შექმნაზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები