LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნეოკოლონიალური მიდგომა: ნაწყენი სალომე ზურაბიშვილის კიდევ ერთი სკანდალური გამონათქვამი

726
52351616-3905786116105536-7472120004041768960-o

საქართველოს პრეზიდენტმა დღევანდელ სიტყვით გამოსვლაში ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ პოლიტიკური კრიზისის დროს ხელისუფლება და ოპოზიციას შორის დიპლომატების შუამავლობა ნეოკოლონიალური მიდგომაა. სალომე ზურაბიშვილი ნაწყენია, რომ ის ორმა მხარემ შუამავლად არ აირჩია და ნდობა არ გამოუცხადეს.

პრეზიდენტის განცხადებას ეხმაურება პარლამენტის თავისუფალი დეპუტატი ლევან კობერიძე, რომელმაც ზურაბიშვილს ურჩია მომავალი წლის ბოლოს გამოსცეს თავისი გამონათქვამების განმარტებითი ლექსიკონი.

“საქართველოს პრეზიდენტი სანამ მსგავსი ტიპის განცხადებებს გააკეთებდეს, უნდა იყოს გავლილი ქვეყნის შიგნით ინტერესთა ჯგუფებთან. იმიტომ, რომ ასეთი განცხადებებით რეალურად იწვევს მერე ოკუპანტი ქვეყნის და ჩვენი მეგობარი ქვეყნების მხრიდანაც არაერთგვაროვან რეაქციებს და ქმნის მხოლოდ და მხოლოდ დაძაბულობის კერებს”, – აღნიშნა კობერიძემ.

სალომე ზურაბიშვილის მხოლოდ საფრანგეთის ელჩს ესმის

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები