LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნეტავ მეც მქონდეს ჩემი ჭორვილა – სალომე ზურაბიშვილი

201
3 (1)

ნინო ბურჯანაძის განცხადებას, იმასთან დაკავშირებით, რომ არც ერთი ნორმალური ადამიანი, ისეთი მდიდარი, როგორიც ბიძინა ივანიშვილია, საკუთარ ოჯახს 15 წელი ჭორვილაში არ აცხოვრებდა, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გამოეხმაურა.

მან აღნიშნა, რომ ეს არამხოლოდ ერთი კონკრეტული ადამიანის, არამედ იმ ადამიანების შეურაცხყოფაა, რომლებიც სოფლად ცხოვრობენ და მისი სიტყვებით “დიდწილად მათზე დგას ჩვენი აწმყო და მომავალი”.

“ჭორვილა თუ არა ჭორვილა!

პოლიტიკური სფეროს სხვადასხვა “ლიდერების” განცხადებებზე კომენტარების გაკეთება არ მჩვევია, თუმცა ამ შემთხვევაში, არა თუ დასაშვებად, არამედ აუცილებლადაც კი მიმაჩნია პასუხის გაცემა ისეთ შეურაცხმყოფელ განცხადებაზე, როგორიც ცოტა ხნის წინ გაკეთდა.

თურმე “ფსიქიკურად” შეშლილი უნდა იყო, რომ ჭორვილაში 15 წელი იცხოვრო. ეს შეურაცხყოფაა, არა კონკრეტული ადამიანისა, როგორც ამ პიროვნებას ჰგონია, არამედ ზოგადად, ჩვენი სოფლად მცხოვრები მოქალაქეებისა. შეურაცხყოფაა იმ ადამიანებისა, რომლებზეც დიდწილად დგას ჩვენი აწმყო და მომავალი.

სწორედ სოფლად მცხოვრებლებმა მოგვიტანეს ბოლო პერიოდის ყველაზე დიდი წარმატებები: მეღვინეობის ტრადიციების აღდგენა, ტურიზმი.

სამაგიეროდ, ვიცით თუ რა მოუტანა საქართველოს ახლო წარსულში სოფლისა და მთის დაცლამ. ვიცით ჩვენი წინაპრები, როგორ დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ სოფელს და ადგილობრივ წეს-ჩვეულებებს, ჩვენი იდენტობისა და თვითმყოფადობის შესანარჩუნებლად. ვინც ამას ვერ აფასებს, ის საქართველოს ნიჭსა და ძალასაც ვერარას გაუგებს.

მე პირადად, საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე, შემიძლია ვთქვა, თუ რა დიდი ტკივილი და დანაკლისია, როცა კომუნიზმმა და ემიგრაციამ ჩამოგაშორა სოფელს და მამულს.

ნეტავ მქონდეს მეც ჩემი ჭორვილა!”,- დაწერა სალომე ზურაბიშვილმა ფეისბუქში.

ცნობისთვის, ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, რომ მოსახლეობას კითხვა უნდა გასჩენოდა, “ქართული ოცნების” უკვე ყოფილი თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი “15 წელი ჭორვილაში რატომ ზის”. ბურჯანაძისვე თქმით, ივანიშვილის ქონება არის თაღლითურად ნაშოვნი და მისის ერთადერთი დაცვა ჭორვილაში ყოფნა იყო.

თაკო ჩარკვიანი ნინო ბურჯანაძეზე: „ამ ტიპის უხერხულ განცხადებას როცა აკეთებენ და აკნინებენ სოფელს და რაიონს, რა კომპლექსებია, რა ხდება, რა უბედურებაა ეს?!.“ 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები