LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

New York Times ფოკაზე წერს – ქართული სოფელი პლანეტის ყველაზე ლამაზ ადგილებშია (ფოტოები)

428
22travel-georgia-16-facebookJumbo

New York Times  საქართველოს შესახებ სტატიას აქვეყნებს. „A Glimpse Inside The Secluded World of a Georgian Convent” ამ სათაურით ფოტოჟურნალისტი რობერტ პრესუტი მკითხველს ჯავახეთს აცნობს.

მსოფლიოში პანდემიით გამოწვეული სამოგზაურო შეზღუდვების გამო გავლენიანმა გამოცემამ ახალი რუბრიკა დაიწყო „მსოფლიო ფოტო-ობიექტივში.“

„ჩვენი ფოტოჟურნალისტები ვირტუალურად პლანეტის ყველაზე ლამაზ ადგილებში გამოგზაურებენ. ამ კვირაში რობერტ პრესუტი საქართველოს რეგიონში, სამცხე-ჯავახეთში გადაღებულ ფოტოებს გაგიზიარებთ.“-ასე იწყება New York Times-ის სტატია საქართველოს შესახებ, სადაც ფოტო ჟურნალისტი შავთეთრი ფოტოებით ფოკის წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტერს და მონაზონთა ცხოვრებას აღწერს.

„მონაზვნების ნაწილი მინანქარსა და მოზაიკებზე მუშაობს, ნაწილი ჯავახურ ტრადიციულ ტექსტილს, ასევე სანთელს, შოკოლადს და თაფლს ამზადებს. მონაზვნები სოფლის მეურნეობაში არიან ჩართულები. მათ შეისწავლეს ყველის მომზადების წესები და 18 სახეობის ყველს ამზადებენ.“

სტატიაში აღწერილია სოფელი ფოკა და ადგილობრივთა ცხოვრება.

New York Timesის სტატია საქართველოს შესახებ შემდეგი სიტყვებით მთავრდება: „დღეს, როდესაც სამყაროში თითოეული ჩვენთაგანისთვის ცვლილებები სწრაფად ხდება ეს მონაზვნები მთელი მსოფლიოსთვის მშვიდად ლოცულობენ და უძველეს ტრადიციებს ინარჩუნებენ. ჩემთვის ეს ყველაზე დიდი მემკვიდრეობაა”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები