LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიადაგის კვლევის ლაბორატორიების ევროპისა და ევრაზიის ქსელის ხელმძღვანელად ქართველი მეცნიერი აირჩიეს

405
download (1)

EUROSOLAN ნიადაგის კვლევის ლაბორატორიების მსოფლიო ქსელის (GLOSOLAN) რეგიონულ კავშირს წარმოადგენს, სადაც, ევროპის ქვეყნების ლაბორატორიებთან ერთად, სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ლაბორატორიაც არის გაწევრიანებული. აღნიშნული ორგანიზაციის ხელმძღვანელად გიორგი ღამბაშიძე დაინიშნა. ინფორმაციას ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო ავრცელებს. სამინისტროს ინფორმაციით, დამფუძნებელი შეხვედრა, მოლდოვაში, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ეგიდით გაიმართა.

შეხვედრაზე განიხილეს მომდევნო წლის სამოქმედო გეგმა. ასევე შეიქმნა თემატური ჯგუფები, რომლებიც იმუშავებენ ნიადაგის ლაბორატორიული კვლევის მეთოდების ჰარმონიზაციაზე ევროპის მასშტაბით და მათ შორის საქართველოშიც.

EUROSOLAN ნიადაგის კვლევის ლაბორატორიების მსოფლიო ქსელის (GLOSOLAN) რეგიონულ კავშირს წარმოადგენს, სადაც, ევროპის ქვეყნების ლაბორატორიებთან ერთად, სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ლაბორატორიაც არის გაწევრიანებული. გიორგი ღამბაშიძე კი მას ორი წლის განმავლობაში უხელმზღვანელებს.

თელავის უნივერსიტეტში გახსნილი ნიადაგის კვლევის ლაბორატორია ფერმერებს უფასოდ მოემსახურება

როგორც სოფლის მეურნეობის სამინისტროს გვერდზეა განმარტებული, მომდევნო სეხვედრის მასპინძელი ქვეყანა საქართველო იქნება, რაც ხელს შეუწყობს ცენტრის საქმიანობის წარმოჩენას და ევროპელ პარტნიორებთან სამეცნიერო თანამშრომლობის გაღრმავებას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები