LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიაზ დიასამიძის საშობაო კონცერტზე მოხვედრა  ორ ადამიანს1565 ლარად შეგიძლიათ

niaz-diasamidze

სასტუმრო „მარკო პოლო გუდაურში“ ნიაზ დიასამიძისა და 33ა-ს კონცერტს აანონსებს. ღონისძიება 7 იანვარს არის დაგეგმილი სასტუმროს დამსვენებლებისთვის.

როგორც ანოტაციაში წერია, მსურველებს შეუძლიათ, გუდაურში ჩავიდნენ 6-7 ან 7-8 იანვარს. ორივე შემთხვევაში ორ ადამიანზე ღირებულება გახლავთ 1565 ლარი, რომელშიც შედის კონცერტზე დასასწრები ბილეთები ორ ადამიანზე და სასტუმროს ნომერი (სტანდარტული ორადგილიანი) ორი ღამით, ასევე საუზმე და სპაცენტრით სარგებლობა.

ნიაზ დიასამიძე კონცერტზე თავისი რეპერტუარიდან რჩეულ და ცნობილ კომპოზიციებს შეასრულებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები