ნიჩბოსანი ზაზა ნადირაძე ოქროს მედლისა და თასის მფლობელი გახდა. პოლონეთის ქალაქ პოზნანში გამართულ მსოფლიო თასის პირველი ეტაპის ფინალში, ზაზა ნადირაძემ 200 მეტრიანი დისტანცია 39.191 წამში დაფარა, რითაც საუკეთესო დრო აჩვენა.

მეორე ადგილი ყაზახმა ტიმურ ხაიდაროვმა დაიკავა, ხოლო მესამე ადგილზე ბელარუსი არსტენ კოზირი გავიდა.

ცნობისთვის, 2017 წელს ზაზა ნადირაძემ მსოფლიო თასზე მეორე ადგილი დაიკავა და ვერცხლის მედალი მოიპოვა.

მსგავსი თემები