“ნიჭიერი ჟურნალისტობა არ გაძლევს უფლებას ქართველ ხალხს მოახვიო შენი აზრი”,- ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა “მთავარი არხის” ჟურნალისტის გიორგი გაბუნიას ეთერში გაკეთებულ შეფასებასთან დაკავშირებით დაწერა.

“ელიტურობაზე პრეტენზიის მქონე ადამიანთა ჯგუფი დროა მიხვდეს რომ არაფრით არ დგას ქართველ ხალხზე მაღლა და ვინ უნდა მოვიდეს და ვინ არა ამას წყვეტს ქართველი ხალხი და არა რომელიმე ივანიშვილის სასარგებლო იდიოტი ან სხვა ცალკე აღებული ცნობადი სახე. თუნდაც ნიჭიერი ჟურნალისტობა არ გაძლევს უფლებას ქართველ ხალხს მოახვიო შენი აზრი. მას აქვს უფლება გამოთქვას ყველანაირი აზრი და ხალხს ზუსტად ასევე აქვს უფლება ეს აზრი გაატაროს. Edison research-ის გამოკითხვაში ხალხის 60%-მა გაბედა და თქვა, რომ სურს ჩემი დაბრუნება საქართველოში-ერთპიროვნული მმართველი მე არც არასდროს ვყოფილვარ და არც ვაპირებ რომ როდესმე ვიყო. და დაიმახსოვრეთ-ხალხის ენერგიას ვერანაირი პერო ვერ დაუდგება წინ. That’s how f-n democracy functions stupid! და ისე გილოცავთ ნათლისღებას!” – წერს მიხეილ სააკაშვილი.

გიორგი გაბუნიამ გადაცემაში, თავის მონოლოგში განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი ვერასდროს მოვა ქვეყნის ერთპიროვნულ მმართველად.

“ჩემი აზრით მიხეილ სააკაშვილი ვერასდროს ვეღარ მოვა ქვეყნის ერთპიროვნულ მმართველად. მას ამის უფლებას აღარავინ მისცემს”,- განაცხადა გიორგი გაბუნიამ.

გაბულოგი #17

გაბულოგი #17 – ჩემი აზრით, მიხეილ სააკაშვილი ვეღარასდროს ვეღარ მოვა ქვეყნის ერთპიროვნულ მმართველად. მას ამის უფლებას აღარავინ აღარ მისცემს.

Posted by მთავარი არხი • Mtavari Arkhi on კვირა, 19 იანვარი, 2020

, –

მსგავსი თემები

რეკლამა: 0:05