LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ნიჭიერთა ათწლედი“ 2020-2021 სასწავლო წლისათვის აცხადებს მოსწავლეების მიღებას

1708
nichierta-atwledi-news

უნიკალური ტრადიციებისა და ისტორიული წარსულის მქონე თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სკოლა „ნიჭიერთა ათწლედი“ თითქმის საუკუნეს ითვლის. ამ სკოლაში აღიზარდნენ მუსიკოსები, რომელთაც შექმნეს მე-20 საუკუნის ქართული სამუსიკო ხელოვნების ისტორია და საკუთარი წვლილი შეიტანეს მსოფლიო საშემსრულებლო ხელოვნების განვითარებაში. „ნიჭიერთა ათწლედში“ აღიზარდა კომპოზიტორთა, მუსიკოს-შემსრულებელთა, მუსიკისმცოდნეთა მრავალი თაობა, რომელთა მოღვაწეობამ ფასდაუდებელი წვლილი შეიტანა საქართველოს მუსიკალური კულტურის განვითარებასა და მის საერთაშორისო აღიარებაში. სამუსიკო სკოლა „ნიჭიერთა ათწლედი“ თავისი გამორჩეული სწავლების მეთოდოლოგიითა და მიღწეული შედეგებით ქართული კულტურისა და სახელოვნებო განათლების ერთ-ერთ უნიკალურ კერას წარმოადგენს. იგი იყო და რჩება ქართული სამუსიკო ხელოვნების ძირითად დონორად, ე.წ. „ბრენდად“ და საშემსრულებლო ხელოვნების ფლაგმანად საქართველოში.
ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ზ. ფალიაშვილის სახ. ცენტრალური სამუსიკო სკოლა „ნიჭიერთა ათწლედი“ 2020-2021 სასწავლო წლის მისაღები გამოცდების სააპლიკაციო დოკუმენტაციის მიღებას განახორციელებს მხოლოდ, ელექტრონულად ელ. ფოსტის [email protected] საშუალებით.

2020-2021 სასწავლო წლისათვის მოსწავლეთა მიღება იწარმოებს შემდეგ განყოფილებებზე:

• საფორტეპიანო
• სიმებიან-ხემიანი საკრავები (ვიოლინო, ალტი, ჩელო, კონტრაბასი)
• კლასიკური გიტარა
• ჩასაბერი საკრავები (ხის და ლითონის)
• დასარტყამი ინსტრუმენტები
• ჯაზის ხელოვნება (IX კლასიდან)
• კლასიკური ვოკალი (მოსწავლეები მიიღებიან 17-24 წლამდე)
• საგუნდო-სადირიჟორო (IX კლასიდან)

საკონკურსო განაცხადების მიღების წესი:
განაცხადებები მიიღება 20 მაისიდან 10 ივნისის ჩათვლით მითითებულ ელ. ფოსტაზე [email protected]
სააპლიკაციო დოკუმენტების წარდგენა მოცემული დედლაინის ფარგლებში უნდა მოხდეს 2 ეტაპად:
1. აღნიშნულ ელ. ფოსტაზე იგზავნება შევსებული სააპლიკაციო ფორმა (იხ. სააპლიკაციო ფორმა https://drive.google.com/file/d/1WoG1A8kV-nk-m6RCX13AdHoi6RnJzhfQ/view?fbclid=IwAR0xSg9XZ44yaLgAmq-Dc-PunowjKGiivDh3qP4fGwrWRpkjSqfb6SehZAQ ), მოსწავლის დაბადების ან პირადობის მოწმობის ფოტო ასლი და ფოტო-სურათი (¾-ზე).
2. მისაღებ გამოცდაზე მოსწავლემ კომისიას უნდა წარუდგინოს ყველა იმ დოკუმენტის ასლი (ბეჭდური სახით), რომელიც უკვე გააგზავნა სკოლის ელექტრონულ მისამართზე.
მისაღები გამოცდების პირობები და წარსადგენი პროგრამა:

• სამუსიკო სკოლა „ნიჭიერთა ათწლედში“ მიიღებიან მხოლოდ განსაკუთრებული მუსიკალური ნიჭით დაჯილდოებული მოსწავლეები, რომელთაც შეაფასებს შესაბამისი დარგის სპეციალისტებით დაკომპლექტებული კომისია.
• I კლასში ყველა განყოფილებაზე შემსვლელთათვის მისაღებ გამოცდაზე შემოწმდება მოსწავლის მუსიკალური სმენა, მეხსიერება (მოსწავლემ უნდა შეძლოს მარტივი ინტერვალებისა და აკორდების დაშლა და სიმღერა, უცნობი მელოდიის გამეორება), რიტმი (მოცემული რიტმის გამეორება ტაშით), ასევე მოსწავლემ აკომპანიმენტის გარეშე უნდა შეასრულოს ერთი რომელიმე ცნობილი სიმღერა;
• სამუსიკო სკოლა “ნიჭიერთა ათწლედის” მისაღებ გამოცდაზე დაიშვებიან სასკოლო ასაკის მოსწავლეები 6-7 წლის ასაკიდან (I კლასში ჩამბარებელთა ასაკი არ უნდა აღემატებოდეს 8 წელს);

• II-X კლასებში ჩაირიცხებიან ის მოსწავლეები, რომლებიც წარმატებით გაივლიან გამოცდას სპეციალობაში:
საფორტეპიანო განყოფილების II-X კლასებში ჩამბარებელთათვის აუცილებელია შემდეგი ფორმის ნაწარმოებების შესრულება:
1. პოლიფონია,
2. სონატური ფორმა, ვარიაციები, რონდო, საფ. კონცერტის I ან II-III ნაწ.
3. ეტიუდი,
4. თავისუფალი ფორმის ნაწარმოები.
• სიმებიან განყოფილებაზე II-VII კლასებში (ვიოლინო, ალტი, ჩელო) ჩამბარებელმა მოსწავლეებმა უნდა შეასრულონ თავისუფალი პროგრამა.
VIII-X კლასებში ჩასაბარებლად მევიოლინეებმა უნდა წარადგინონ შემდეგი პროგრამა:
1. ი.ს. ბახი – ორი ნაწილი სონატიდან ან პარტიტიდან,
2. ერთი კაპრისი.
II-VII კლასებში ჩელისტებმა და ალტისტემბა უნდა წარადგინონ თავისუფალი პროგრამა, ხოლო VIII-X კლასებში:
1. ი.ს. ბახის ორი ნაწილი სიუიტიდან,
2. ერთი ეტიუდი.
• არფაზე, კლასიკური გიტარის, ჩასაბერ და დასარტყამ საკრავებზე II-X კლასებში ჩამბარებელმა მოსწავლეებმა უნდა წარადგინონ თავისუფალი პროგრამა;
• კლასიკური ვოკალის განყოფილებაზე მიიღებიან 17-24 წლამდე აპლიკანტები, რომლებმაც მისაღებ გამოცდაზე უნდა წარადგინონ ერთი ვოკალიზი ან თავისუფალი ფორმის ნაწარმოები.
• ჯაზის განყოფილებაზე ჩამბარებელმა მოსწავლეებმა გამოცდაზე უნდა შეასრულონ ორი ჯაზ-სტანდარტი;

სამუსიკო სკოლა “ნიჭიერთა ათწლედში” სწავლების ხანგრძლივობა ძირითადად 12 წლიანია (ზოგ მიმართულებაზე სასწავლო კურსი 4-5 წელი).

სამუსიკო სკოლა “ნიჭიერთა ათწლედში” სწავლა უფასოა!

განაცხადების მიღება წარმოებს ელექტრონულად 2020 წლის 20 მაისიდან 10 ივნისის ჩათვლით, სკოლაში მისაღები გამოცდები გაიმართება ივნისის მეორე ნახევარში. ზუსტი თარიღი გამოქვეყნდება ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სკოლა „ნიჭიერთა ათწლედის“ ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე
https://www.facebook.com/113456788990569/photos/a.113456842323897/113457368990511/?type=1&theater
მისამართი: ალ. ჭავჭავაძის ქ. N19 ა.
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით ტელეფონებზე:
577 95 53 52, 577 95 53 20
[email protected]

გისურვებთ წარმატებებს!

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები