LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ნიჭიერთა ათწლედი“ მოსწავლეების მიღებას აცხადებს

701

თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სკოლა „ნიჭიერთა ათწლედი“ თითქმის საუკუნეს ითვლის. ამ სკოლაში აღიზარდნენ მუსიკოსები, რომლებმაც მე-20 საუკუნის ქართული მუსიკალური ხელოვნების ისტორია შექმნეს. სკოლის აღზრდილთა სახელები ნებისმიერი ქვეყნის კულტურულ-სახელოვნებო ელიტას დაამშვენებდა. მათი მოღვაწეობა და მნიშვნელობა არ შემოფარგლულა საქართველოთი და დღესაც ევროპისა და ამერიკის წამყვან აკადემიებსა თუ საკონცერტო დარბაზებში წარმატებით აგრძელებენ მოღვაწეობას. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ამ სკოლის აღზრდილებმა საკუთარი წვლილი შეიტანეს მსოფლიო სამუსიკო ხელოვნების განვითარებაში.

„ნიჭიერთა ათწლედი“  2018-2019 სასწავლო წლისათვის აცხადებს მოსწავლეების მიღებას შემდეგ განყოფილებებზე:

  • საშემსრულებლო (საფორტეპიანო, ხემიან-სიმებიანი, ჩასაბერი და დასარტყამი საკრავები);
  • კლასიკური ვოკალი (ასაკი 17 წლიდან 24 წლამდე);
  • კომპოზიცია;
  • მუსიკის თეორია და ისტორია;
  • საგუნდო – სადირიჟორო;
  • ჯაზის იმპროვიზაცია;
  • კლასიკური გიტარა

სამუსიკო სკოლა “ნიჭიერთა ათწლედში”  სწავლა უფასოა.  სპეციალობებზე მოსწავლეები მიიღებიან ყველა კლასში. სწავლების ხანგრძლივობა ძირითადად 12-წლიანია, ზოგ მიმართულებაზე სასწავლო კურსი 4-5 წლიანია.

განცხადებები მიიღება 7-დან 30 მაისის ჩათვლით 11.00 საათიდან 18.00 საათამდე.

მისაღები გამოცდები ჩატარდება 1-7 ივნისამდე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები