LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიდერლანდები, ბელგია, ირლანდია და ჩეხეთი 40-ზე მეტ რუსი დიპლომატს ქვეყნიდან აძევებენ

107
BeFunky-collage (1)

ნიდერლანდებმა, ბელგიამ, ჩეხეთმა და ირლანდიამ 40-ზე მეტი რუსი დიპლომატი ქვეყნიდან გააძევა.

BBC-ი ნიდერლანდების საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით წერს, რომ ნიდერლანდებმა რუს დიპლომატებთან დაკავშირებული 17 დაზვერვის ოფიცერი გააძევეს ქვეყნიდან.

ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით კი, ისინი ქვეყნიდან 21 რუს დიპლომატს აძევებენ.

ირლანდია და ჩეხეთი კი 5 რუს დიპლომატს აძევებს ქვეყნიდან.

ირლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, მათ 4 მაღალი თანამდებობის პირი გააძევეს. მისივე თქმით, სამინისტრომ აცნობა რუსეთის საელჩოს იმის შესახებ, რომ მათი ქცევა არ შეესაბამება საერთაშორისო დიპლომატიურ სტანდარტებს და მთავრობის გადაწყვეტილებაც ამას ეფუძნება.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი უკრაინაში