ნიდერლანდების სამხრეთში, ქალაქ მაასტრიხტის რესტორანში გადაწყვიტეს რომ უსაფრთხოების წესები მაქსიმალურად დაიცვან და ცოცხალი კონტაქტების შესამცირებლად სამსახურში რობოტები აიყვანეს.

რკინის მიმტანებს სტუმრებთან პირდაპირი კონტაქტი უწევთ, ისინი იღებენ შეკვეთას, შემდეგ მიდიან სამზარეულოში, სადაც რესტორნის თანამშრომელი ლანგარს ამზადებს და რობოტს მაგიდასთან ატანს.

რესტორანში სამი რობოტი მუშაობს და მათ სახელებიც კი შეურჩიეს – ემი, აკერი და ჯეიმსი. ტრიოს ძალიან სასიამოვნო ვიზუალი აქვს და სპეციალური ეკრანის მეშვეობით მათ ღიმილიც კი შეუძლიათ.

„გამარჯობა, თქვენი შეკვეთა მზადაა. გთხოვთ აიღოთ ის ლანგრიდან. 20 წამში ავტომატურად უკან წავალ“ – აფრთხილებენ რობოტები სტუმრებს და შეკვეთის აღება მათ თავად უწევთ.

 

 

მსგავსი თემები

რეკლამა: 0:05