LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიდერლანდებში ჩარჩენილ ქართველებს ემიგრანტები ეხმარებიან

224
tour-img-1492420-146

მანამ ვიდრე თბილისი – ამსტერდამი – თბილისის რეისი შესრულდება და საქართველოს ის მოქალაქეები, რომლებიც ნიდრელანდებში ჩარჩნენ, სამშობლოში დაბრუნდებიან – მათ ადგილზე ქართველი ემიგრანტები ეხმარებიან.

როგორც ფონდ World of Diaspora-ს ერთ-ერთი დამფუძნებელი და ნიდერლანდებში მცხოვრები ლალი ბუთბაია ამბობს, ამსტერდამი-თბილისის ავიარეისის გაუქმების გამო, ათეულობით მგზავრმა საქართველოში ჩამოსვლა ვერ მოახერხა და საქართველოს საელჩომ ნიდერლანდების სამეფოში ისინი სასტუმროში დააბინავა. მათი ყოფითი პრობლემების მოსაგვარებლად კი ემიგრანტების ნაწილი გაერთიანდა და ფინანსების მობილიზება დაიწყეს.

ბუთბაიას ინფორმაციით, შეგროვილი თანხის ნაწილი თანამემამულეებს გადაეცათ, თანხის ნაწილით კი, საჭირო ჰიგიენურ ნივთებს, საკვებსა და ტანსაცმელს შეიძენენ.

შეგახსენებთ, თბილისი – ამსტერდამი – თბილისის ავიარეისი 31 მარტს შესრულდება. ფრენას ავიაკომპანია „საქართველოს ავიახაზები“ განახორციელებს. სამგზავრო ბილეთის ფასი კი, ნებისმიერი კლასის შემთხვევაში, 199 ევროს არ აღემატება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები