ვებსაიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ნიდერლანდებში საქართველოს საელჩოსთან თანამშრომლობის შედეგად, ჰააგის ერთ-ერთ უბანში, ახლადგახსნილი გზის ტროტუარზე ქართული ანდაზა – “ურემი რომ გადაბრუნდება, გზა მაშინ გამოჩნდებაო” ამოტვიფრეს.  აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

“აღსანიშნავია, რომ ლაიდენის უნივერსიტეტის ლინგვისტიკის პროფესორმა ინგრიდ ტიეკენ-ბუნ ვან ოსტადემ 33 ენაზე 33 წარწერა შეაგროვა, რათა ახლადგაზსნილი გზის ტროტუარზე ყველა იმ ენაზე ყოფილიყო წარწერა, რომელიც ჰააგაში – ერთ-ერთ ყველაზე ინტერნაციონალურ ქალაქში ისმის.

ასე მოხვდა ქართული ანდაზა ჰააგის ცენტრალურ უბანში. ინგრიდ ტიეკენ-ბუნ ვან ოსტადეს იდეა მოიწონეს ქალაქის მერიაში და ერთწლიანი სამუშაოების შემდეგ, პროექტი საზეიმო ვითარებაში ფართო საზოგადოებას წარუდგინეს.” – ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მსგავსი თემები