LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიდერლანდებში შექმნეს მსოფლიოში პირველი „მზის“ ელექტრომობილი, რომელიც შორი მოგზაურობებისთვისაა განკუთვნილი

78
Squad Solar City Car launches design update with Doors and Airco options

ამსტერდამში განთავსებულმა სტარტაპმა Squad Mobility შექმნა მსოფლიოში პირველი ელექტრომობილი, რომელსაც მზის ენერგიის გამოყენებით საკმაოდ დიდი მანძილის გავლა შეუძლია.

ელემენტის სვლის მარაგი 100 კილომეტრამდე მანძილს ყოფნის, ამას დამატებული სახურავზე დამონტაჟებული მზის ელემენტი კი დღეში კიდევ 20 კილომეტრის გავლის საშუალებას იძლევა. თუკი გავითვალისწინებთ იმას, რომ ელექტრომობილების მძღოლები დღეში საშუალოდ 12 კილოემტრს გადიან, მათ უმრავლესობას ელექტრომობილის დამუხტვა საერთოდ არ დასჭირდება. ისინი გადაადგილებას მხოლოდ მზის ენერგიითაც მშვენივრად შეძლებენ.

ავტომობილზე დამონტაჟებულია სენსორები, რომელიც ტრანსპორტის მუშაობას, ენერგიის რაოდენობას და საბურავებში წნევას გააკონტროლებს, პატრონს კი ინფორმაციის მიღება დისტანციურად შეეძლება.

აღსანიშნავია, რომ 2020 წელს ევროკავშირის მასშტაბით ელექტრომობილების გაყიდვის მაჩვენებელი გასამმაგდა, 2030 წლისთვის კი აბსოლიტურად ყველა რეკორდის მოხსნა იგეგმება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები