LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიღბები, ვარსკვლავები, დეფილე – სად იყენებენ ვირტუალურ რეალობას

88
artnscfnj

2020 წელს ხელოვნებასთან ზიარების ტრადიციული გზები მიუწვდომელი გახდა. კორონავირუსის გამო მუზეუმები, თეატრები და კინოდარბაზები დაიხურა. დაუბრუნდებიან თუ არა ისინი ძველ ფორმატს ჯერ კიდევ კითხვის ნიშნის ქვეშაა, მანამდე კი ხელოვნებასთან მიახლოვება AR-ტექნოლოგიებითაა შესაძლებელი.

მაისში ცნობილმა დანიელმა ხელოვანმა ოლაფურ ელიასონმა პროექტი Wunderkammer წარადგინა. თავისი არტ-ობიექტები მან ვირტუალურ რეალობაში გადაიტანა. საკმარისია აპლიკაციის ჩამოტვირთვა და ელიასონის ნამუშევრებით ტკბობას სახლიდან გაუსვლელად შეძლებთ.

მუზეუმებში გამოფენილი ექსპოზიციები – ეს გასული საუკუნეა. თანამედროვე ტექნოლოგიები საშუალებას იძლება რომ ძველ სარკოფაგში ჩაიხედოთ, მხატვრის სახელოსნო დაათვალიეროთ ან დინოზავრთან სელფი გადაიღოთ.

უკანასკნელ წლებში Ar-ტექნოლოგიებს ხელოვნების სფეროში აქტიურად ნერგავდნენ. დღეს ყველა ექსპოზიციას თავისი QR-კოდი აქვს, რაც დამთვალიერებელს საშუალებას აძლევს რომ სმარტფონის გამოყენებით ნამუშევარზე მაქსიმალური ინფორმაცია მიიღოს, ასევე ნახოს თუ როგორ გამოიყურებოდა ის რესტავრაციამდე.

თანამედროვე ტექნოლოგიების დამსახურებით სამართლიანობის აღდგენაცაა შესაძლებელი. მაგალითად, 2017 წელს ნიუ-იორკელმა ხელოვანებმა შეამჩნიეს რომ გამოჩენილი ქალები სათანადოდ არ იყვნენ დაფასებული, ამიტომ მათ დაუდგეს ძეგლები, რომელთა ნახვაც მხოლოდ ვირტუალურ რეალობაშია შესაძლებელი.

ახალ ტექნოლოგიებს მოდაც აქტიურად იყენებს. AR-ტექნოლოგიები პოდიუმზეც გამოჩნდა. მოდური ბრენდები იყენებენ აპლიკაციებს, რომელთა დახმარებითაც დეფილეს დროს სმარტფონის გამოყენებით ნებისმიერი ნივთის სხვა ფერში თუ ფასონში ნახვაა შესაძლებელი. თანამედროვე ტექნოლოგიების დამსახურებით მოდის ჩვენებები ალბათ მომავალშიც არ გაქრება, რამეთუ მაყურებელს თვალის დევნება ონლაინ, უსაფრთხო დისტანციიდან შეუძლია.

AR-ტექნოლოგიების დამსახურებით გამარტივდა შოპინგი. მყიდველს მაღაზიებში სიარული და დროის ფუჭად კარგვა აღარ სჭირდება. ამა თუ იმ ნივთის მორგება პირდაპირ აპლიკაციაშია შესაძლებელი. იგივე სქემა მუშაობს ვირტუალური მაკიაჟის შემთხვევაშიც. წამყვან კოსმეტიკურ ბრენდებს ჭკვიანი სარკეები აქვთ და მომხმარებელს მაკიაჟის გაკეთება ვიზაჟისტის გარეშე, ვირტუალურად შეუძლია.

ვირტუალური რეალობის გარეშე წარმოუდგენელია ტურიზმიც. მოგზაურთა შემთხვევაში Ar-ტექნოლოგიებს უფრო პრაქტიკული ხასიათი აქვს. აპლიკაციათა უმრავლესობა უცხო მიდამოებში ორიენტირებისთვისაა განკუთვნილი – გზის საპოვნელად, ადგილობრივთა ენის გასაგებად თუ რესტორნის რეიტინგის სანახავად.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები