LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიღბის ტარება ბავშვების გაგუდვის რისკს ზრდის – რეკომენდაციები მშობლებისთვის

225
33

იაპონიის პედიატრთა ასოციაცია მოსახლეობას მოუწოდებს, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ ბავშვებისთვის ნიღბის გამოყენება.

ორ წლამდე ასაკის ბავშვებს არ უნდა ეკეთოთ პირბადეები, რადგან მათ შეიძლება სუნთქვა გაუძნელდეთ, რაც გაგუდვის რისკს ზრდის. აცხადებს იაპონელი მედიკოსების ჯგუფი.

იაპონიის პედიატრების ასოციაცია აცხადებს, რომ ჩვილებისთვის პირბადეები ძალიან სარისკოა.

კორონავირუსი, პირბადე, ბავშვი

”ჩვილებს ვიწრო სასუნთქი გზები აქვს და ამიტომ პირბადით სუნთქვა მათთვის ძალიან რთულია, რაც ზრდის გულის დატვირთვას“, – ნათქვამია ასოციაციის განცხადებაში.

ამასთან, ვირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად, მთელ მსოფლიოში ჯანმრთელობის ექსპერტები ხალხს პირბადეების ტარების რეკომენდაციას უწევენ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ძნელია შეინარჩუნონ სოციალური დისტანცია.

COVID-19: უნდა გავუკეთოთ თუ არა 2 წლამდე ...

ვრცელდება რეკომენდაციები, რომელიც ბავშვების ვირუსისგან თავდასაცავად, ყველა მშობელმა უნდა შეასრულოს.

სრული უარი თქვით ყველანაირ სტუმრიანობასა და სხვა ბავშვებთან თამაშზე, არც თქვენ წახვიდეთ სადმე სტუმრად და არც სხვა მოუშვათ სახლში. დაიცავით სოციალური დისტანცირების პრინციპი;

არ გაუშვათ ბავშვი სათამაშოდ ეზოში – არც სხვებთან ერთად და არც მარტო – ვირუსი ზედაპირზე, სულ ცოტა, 48 საათის განმავლობაში ცოცხლობს, და გამორიცხული არ არის, ბავშვმა ინფექცია „აიკიდოს“. უკიდურეს შემთხვევაში, თქვენი თანხლებით გაასეირნეთ ველოსიპედით;

ასწავლეთ ბავშვს ხელების გულდასმით დაბანა საპნით – დღეში რამდენჯერმე. მიაჩვიეთ, რომ სახეზე ხელები არ უნდა შეიხოს;

შეძლებისდაგვარად ხშირად გარეცხეთ ბავშვის ტანსაცმელი და სათამაშოები;

არავის მიაბაროთ ბავშვი მცირე ხნითაც კი, განსაკუთრებით, რისკის ჯგუფში შემავალ ბებიებსა და ბაბუებს;

თუ ბავშვი სხვა მიზეზით გახდება ავად, ჯობს შინ უმკურნალოთ, ვინაიდან საავადმყოფოში COVID-19-ით ინფიცირების მაღალი რისკი არსებობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები