LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიკა ჩიტაძე: უკრაინის ოკუპირებული რეგიონების ანექსიის გაფორმებით, რუსეთი აღიარებს, რომ უკვე ხდება თავდასხმა რუსეთის ტერიტორიაზე, ის აწარმოებს არა თავდასხმით, არამედ, თავდაცვით ომს

77
BeFunky-collage

დღეს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინის ოკუპირებული დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების რუსეთის მიერ დანიშნულმა ე.წ. ხელმძღვანელებმა ხელი მოაწერეს რუსეთის შემადგენლობაში აღნიშნული რეგიონების შესვლის შეთანხმებებს.

უკრაინის რეგიონების ანექსიის ოფიციალურად გაფორმებამდე სიტყვით გამოსვლისას, პუტინმა განაცხადა, რომ რეფერენდუმები ჩატარდა და ადამიანებმა ე.წ. „დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკებში“, ასევე ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქებში გააკეთეს თავისი ცალსახა არჩევანი.

“რა სურს პუტინს აღნიშნული რეგიონების ე.წ მიერთებით?” – აღნიშნულ კითხვას რადიო “ფორტუნას” ეთერში პოლიტოლოგმა ნიკა ჩიტაძემ უპასუხა.

პუტინი: ყველამ დაიმახსოვროს – ლუჰანსკში, დონეცკში, ხერსონსა და ზაპოროჟიეში მცხოვრები ადამიანები ჩვენი მოქალაქეები სამუდამოდ ხდებიან

„ე.წ რეფერენდუმის ჩატარებას, რა თქმა უნდა, არ გააჩნია იურიდიული ძალა, ბუნებრივია, რომ საერთაშორისო სამართალი არ ცნობს, აღნიშნული რეგიონების მიერთებას.

რაც შეეხება რეალურ პოლიტიკას, რა სურს პუტინს აღნიშნული რეგიონების ე.წ მიერთებით?

პირველ რიგში, მას სურს წარუმატებლობების ფონზე, რომელსაც უკრაინაში განიცდის, როცა ვერ მოახერხა, ე.წ დენაციფიკაცია და უკრაინის ტერიტორიების ოკუპაცია იმიტომ, რომ რუსეთის მიზანი იყო უკრაინის სრული ოკუპაცია და უკრაინის ხელისუფლების შეცვლა, უკრაინის დე ფაქტო დაქვემდებარება, უკრაინის ხელისუფლებაში ისეთი ძალების მოსვლა, როგორიც, მაგალითად, ბელარუსში გახლავთ ლუკაშენკო, აქედან გამომდინარე, ცდილობს გამარჯვება გაიფორმოს ისე, თითქოს, რუსეთს არც ჰქონდა გეგმაში უკრაინის დენაციფიკაცია, მისი ოკუპაცია და მის მიზანს წარმოადგენდა უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონების გათავისუფლება ნაცისტებისგან და რუსულენოვანი მოსახლეობა, რომელთა უფლებები „ილახებოდა“ მათი უფლებების დაცვა.

კიდევ ერთი საკითხი, რა სურს პუტინს? სურს აამაღლოს მოტივაცია რუსეთის მოქალაქეებში, რათა ისინი ჩაერთოს საბრძოლო მოქმედებებში.

განაცხადეს, რომ დონეცკი, ლუგანსკი და ა.შ რუსეთის ტერიტორიაა და უკვე ხდება თავდასხმა რუსეთის ტერიტორიაზე და ამიტომაც რუსეთი აწარმოებს არა თავდასხმით, არამედ, თავდაცვით ომს. ამიტომაც აუცილებელია ყველამ აღმართოს იარაღი და დაიცვას რუსული მიწები.

ანექსიის გაფორმების ფონზე, ცოტა ხნის წინ გავიგეთ, რომ უკრაინა ნატო-ში შესვლის განაცხადს აკეთებს.

ამის შესახებ პირად “ტელეგრამ” არხზე წერს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი. ზელენსკი აღნიშნავს, რომ დღეს უკრაინამ ხელი მოაწერა განცხადებას ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში დაჩქარებული შესვლის შესახებ.

ჩვენ ვიცით, რომ ნატო აცხადებს რომ უკრაინას მხარს უჭერს, მაგრამ კონფლიქტის თანამონაწილე არაა.

რას ნიშნავს უკრაინის ეს გადაწყვეტილება ბატონო ნიკა და როგორი შეიძლება იყოს ნატოს პოზიცია ამ შემთხვევაში?

რა წონითი დახმარება შეიძლება გაუწიოს დასავლეთმა უკრაინას?

ზელენსკი: უკრაინა ალიანსში გაწევრიანებისთვის ნატოს დაჩქარებული წესით მიმართავს

უკრაინის მიზანია, კიდევ ერთხელ აჩვენოს დასავლეთს, იმისთვის, რომ მოგვარდეს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის პრობლემა ამისთვის საჭიროა უკრაინის ნატოში გაწევრიანება.

ამ შემთხვევაში, მე მაინც მეეჭვება, რომ ნატომ გადადგას ნაბიჯი. გადაწყვეტილებები, მოგეხსენებათ, ნატოში გაწევრიანებაზე მიიღება კონსენსუსის საფუძველზე.

მე მგონია, რომ შეიძლება ქვეყნების ნაწილმა დაუჭიროს მხარი უკრაინის ნატოში გაწევრიანებას, მაგრამ ქვეყნების ნაწილი იქნება წინააღმდეგი, მაგალითად ევროპის რამდენიმე ქვეყანა, ისინი ამჯობინებენ ამ შემთხვევაში, უკრაინას მიაწოდონ შეიარაღება, გააძლიერონ სანქციები და ამ გზით დაასუსტონ რუსეთის იმპერიალისტური მისწრაფებები.

მე მაინც მიმაჩნია, რომ ამ ეტაპზე, რომ უკრაინა გახდეს ნატოს სრულუფლებიანი წევრი მაინც პრობლემებთან არის დაკავშირებული.

ახლა, როცა უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის საკითხი უფრო გააქტიურუდა, ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების მიმართულებითაც მინდა გკითხოთ, ბოლოდროინდელი მოვლენების ფონზე განსაკუთრებით.

თქვენი აზრით, რა მიზნით ჩავიდა ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო აფხაზეთში? რა რეაგირება უნდა ჰქონდეს საქართველოს აღნიშნულ ვიზიტზე? საკმარისია თუ არა ის, რაც ამ დრომდე ვიხილეთ: ელჩის დაბარება, განმარტების მოთხოვნა და ის განცხადებები, რაც გაკეთდა?

ელჩის დაბარება საკმარისი არ არის. ლუკაშენკო საქართველოში უნდა გამოცხადდეს პერსონა ნონ-გრანტად. ის ჩავიდა აფხაზეთში საქართველოს ხელისუფლების ნებართვის გარეშე. მან გადაკვეთა საქართველოს საზღვარი აფხაზეთის მიმართულებით და დაარღვია კანონი ოკუპაციის შესახებ. მას არ აქვს არც სამართლებრივი და არც მორალური უფლება მომავალში ეწვიოს საქართველოს. მიუხედავად იმისა, რომ 2-ჯერ შედგა ლუკაშენკოს ვიზიტი საქართველოში. აფხაზეთამდე ის თბილისს ეწვია ლუკაშენკო ოფიციალური ვიზიტით.

აუცილებელია აღნიშნოს, რომ ის განიცდის, პუტინის ზეწოლას და იძულებულია დაეთანხმოს პუტინის ნება-სურვილს.

გიორგი ვაშაძე – ორ ირაკლის ვეკითხები: აფხაზეთში ლუკაშენკოს ჩასვლაზე რაიმე ნაბიჯის გადადგმას აპირებთ თუ არა?!

ბევრ კითხვას ბადებს ეს ვიზიტი, რატომ ჩავიდა ლუკაშენკო აფხაზეთში და რატომ არ სცა პატივი საქართველოს და მის ტერიტორიულ მთლიანობას?

სხვათა შორის, საქართველოსა და ბელარუსს შორის სავაჭრო ურთიერთობები ვითარდებოდა და სავაჭრო ბრუნვამ, 2021 წლის მონაცემებით, ორ ქვეყანას შორის, 80 მლნ დოლარს გადააჭარბა.

რუსეთი ამ შემთხვევაში ამზადებს ნიადაგს, უნდა გააძლიეროს ზეწოლა, რომ ბელარუსმა ცნოს, აფხაზეთის ე.წ დამოუკიდებლობა.

რუსეთმა დიდ ძალისხმევას მიმართა, რომ მომხდარიყო აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ე.წ დამოუკიდებლობის აღიარება.

ეს არის რეალობა. რომც არ მოხდეს აღიარება, ფაქტია, რომ ჩავიდა აფხაზეთში, ეს თითქოს ჟესტი იყო, რომ ბელარუსი ცნობს აფხაზეთს, როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოს.

„სახელმწიფო ასეთ ვიზიტს შეუმჩნევლად ვერ გაატარებს – ყველაფერს აკეთებენ, რათა გაირკვეს, ეს ერთჯერადი „ვიზიტია“, თუ სხვა რამ იგეგმება“ – წულუკიანი ლუკაშენკოს აფხაზეთში ჩასვლაზე

მით უმეტეს, ლუკაშენკომ განაცხადა, რომ ის აპირებს აფხაზეთთან თანამშრომლობის განვითარებას. როგორ შეიძლება თანამშრომლობის განვითარება როცა არ არსებობს ნებართვა საქართველოს ცენტრალური ხელისუფლებისგან,” – აღნიშნა ნიკა ჩიტაძემ “ფორტუნასთან” საუბარში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები