LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ნიკა ძალიან ვაჟკაცია და ის გაუძლებს ყველაფერს” – ნიკა მელიას მამა აქციაზე მივიდა

104
melia-6

“ნიკა ძალიან ვაჟკაცია და ის გაუძლებს ყველაფერს, ჯანმრთელობა მინდა ვუსურვო და ამ მთავრობას მინდა მივმართო, ვერაფერს ვერ გააკეთებთ, ხალხს ვერ დააჩოქებთ. საქართველოში მალე გათენდება”,-ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელიას მამამ განაცხადა, რომელიც რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე იმყოფება.

ანზორ მელიამ აქციაზე შეკრებილებს სიტყვით მიმართა და მისი შვი­ლის გვერ­დით დგო­მის­თვის მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და.

“მიუხედავად მძიმე დღეებისა და დღევანდელი დილისა, ბედნიერი ვარ დღეს, იმიტომ, რომ ამდენ მოსიყვარულე გულებს ვხედავ ჩემი შვილის გვერდით. ეს წარმოუდგენელი იყო, არ მოველოდი ასეთ ასაკში ამხელა სიყვარულის მოპოვებას. ნიკა, თუ რო­გო­რი შემ­ტე­ვი, რო­გო­რი თავ­და­უ­ზო­გა­ვი, რო­გო­რი ენერ­გი­უ­ლია, ეს რომ თქვენ და­ი­ნა­ხეთ, შე­იყ­ვა­რეთ, რომ მლო­ცავთ მე, ჩემს მე­უღ­ლე­სა და ბავ­შვებს, ყვე­ლას დიდი მად­ლო­ბა! მე ვიცი, რომ ნიკა ვაჟ­კა­ცია და ყვე­ლა­ფერს გა­უძ­ლებს! ამ მთავ­რო­ბას მინ­და მივ­მარ­თო, ვე­რა­ფერს ვერ გა­ა­კე­თებთ, ხალ­ხს ვერ და­ა­ჩო­ქებთ, სა­ქარ­თვე­ლო­ში მალე გა­თენ­დე­ბა“, – გა­ნა­ცხა­და ან­ზორ მე­ლი­ამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები