LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიკა, ეს ფანჯარა თქვენთვის უკვე დახურულია და თქვენი პოლიტიკური თითები შეიძლება მოყოლილია, ეს გაწუხებთ – თალაკვაძის პასუხი მელიას

56
BeFunky-collage (12)

ვადამდელი არჩევნების საკითხზე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის, ნიკა მელიას დღევანდელ განცხადებას პარლამენტის ვიცე- სპიკერი არჩილ თალაკვაძე პასუხობს.

ნიკა მელია: საქართველოში უნდა ჩაინიშნოს ვადამდელი არჩევნები

როგორც თალაკვაძე ამბობს, ნაციონალური მოძრაობისთვის შესაძლებლობების ფანჯარა უკვე დახურულია.

“ნიკა მელიამ განაცხადა, რომ პოლიტიკური შესაძლებლობების უნიკალური ფანჯარა იხურება და თურმე, რაღაც უნდა მოასწროს – ნიკა, თქვენთვის ეს ფანჯარა უკვე დახურულია, თქვენი პოლიტიკური თითები შეიძლება ამ ფანჯარაშია მოყოლილი და ეს გაწუხებთ, ჯანსაღ ოპოზიციას შეხედონ, რომლებიც პარლამენტში კარით დადიან – კარები ჩვეულებრივად იღება. ასე, რომ ფანჯრიდან პოლიტიკაში ნურც შემოსვლას ეცდებიან და ნურც გასვლას, ეს იქნებოდა მეგობრული რჩევა.

რაც შეეხება რიგგარეშე არჩევნებს, ეს არის “ნაციონალური მოძრაობის” ძველი ყუთიდან ამოღებული განცხადება, ეს იმაზე მიუთითებს, რომ ეს პოლიტიკური ძალა გაკოტრებულია და მას შინაარსი და გეგმა არ გააჩნია. მალე დადგება დრო და ეს იქნება რიგით არჩევნებზე, როცა “ნაციონალური მოძრაობა” პოლიტიკურ ფასს გადაიხდის პოლიტიკური საბოტაჟისთვის – მის სივრცეს დემოკრატიული არჩევნებით ჯანსაღი ოპოზიცია დაიკავებს,”- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

პაპუაშვილი: სამწუხაროდ, ყველა ჯერზე ოპოზიციის რადიკალური ნაწილი საკუთარ შეცდომებზეც ვერ სწავლობს, არჩევნები 2024 წელს ჩატარდება

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები