LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიკა გვარამია: 30 წელია ქართული ეკლესია იხრჩობა ფულში, აგროვებს, ითვისებს, ყიდის და ყიდულობს

1710
aac15308e45fbb868b6e47b33428ab5a

,,ყველასთან დიდი ბოდიში, მაგრამ ვინც თვლის, რომ მართლმადიდებელი ეკლესია ამ ქვეყნის უფრო დიდი პრობლემაა, ვიდრე ბიძინა ივანიშვილი, ვფიქრობ, მინიმუმ, ღრმად ცდება”- ასე ეხმაურება ,,მთავარი არხის” გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია საპატრიარქოში განვითარებულ მოვლენებს.

მის სტატუსს უცვლელად გთავაზობთ:

ეს ქვეყანა 30 წელია დამოუკიდებელია და არც სხვა პატრიარქი ყოლია და არც უფრო განათლებული კლიროსი. პირიქით, ბევრად დახურული იყო თემა, შეკითხვების დასმას ერთეულები ბედავდნენ და კრიტიკა ლამის ფიზიკური უსაფრთხოების ხაზზე გადიოდა. დღეს ბევრად ღია და გამჭვირვალეა საკითხი და ბევრად ბუნებრივი – კრიტიკა.

30 წელია ეკლესიას სრულიად მკაფიოდ ქონდა და აქვს რუსეთის მიმართულებით ყანყალის პრობლემა და მისმა ელიტამ ღიად დაუჭირა მხარი ბალტინის ჯარების მიერ პირველი ეროვნული ხელისუფლების დამხობას. პატრიარქმა კი ხან ჯაბა იოსელიანი გამოაცხადა რაინდად და ხან გრაჩოვი მონათლა (როგორც ამბობენ და არავის უარუყვია).

30 წელია ქართული ეკლესია იხრჩობა ფულში, აგროვებს და აგროვებს, მიაქვს და მიაქვს, ითვისებს და ითვისებს, ყიდის და ყიდულობს.

30 წელია ასეა. ამ ეკლესიის პირობებში მოახერხა ქართველმა ხალხმა

?ევროსაბჭოში შესვლა;

?თვითორგანიზაცია და 2003 წელს ვარდების რევოლუცია;

?უაღრესად არაპოპულარული, მაგრამ უკიდურესად წარმატებული რეფორმების გატარება;

?ღიად ანტიშავრაზმული და ანტიკლერიკალური კანონების მიღება;

? ყველა რეფერენდუმსა თუ პლებისციდზე დასავლური კურსის დიდი უმრავლესობით მხარდაჭერა;

? რეგიონის ყველაზე განვითარებული ქვეყნის სტატუსის მოპოვება;

?ევროპასთან უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობის მიღება.

30 წელია ასეა, მაგრამ არასდროს, ივანიშვილამდე, საქართველო

?არ ყოფილა ისე ახლოს რუსეთის მიერ შთანთქმასთან, როგორც ახლა, ამ წუთას;

?ვერასდროს, მტაცებლური მადით შეპყრობილ საეკლესიო ელიტას ვერ მოუხერხებია დიდ გავლენაზე მაღლა ახტომა, და, ივანიშვილისგან განსხვავებით, ვერ მიუტაცებია სახელმწიფო;

?ვერასდროს, ძალიან გავლენიან და მართვის ამბიციით გახრწნილ მაღალ სამღვდელოებას, ეფექტურად ვერ უმართავს ყველა სახელისუფლებო შტო ერთად და არ დაუტოვებია ქვეყანა ერთბაშად პარლამენტის, მთავრობის და სასამართლოს გარეშე.

დიახ, შავრაზმულმა, პრორუსულმა დაჯგუფებებმა ეკლესიის შიგნით (იერარქიის ყველა საფეხურზე და დონეზე) ძალიან დიდი ზიანი მიაყენეს და კვლავ აყენებენ საქართველოს. მათ დიდი როლი ითამაშეს ივანიშვილის და მისი უკიდურესად რეტროგრადული რეჟიმის მოყვანაშიც, უაღრესად დიდი, მაგრამ არა ფუნდამენტური და გადამწყვეტი.

შავრაზმული ეკლესიური ვნებები და ინსტიტუციები

?დაღმავალი ბოროტებაა, ხოლო ივანიშვილი – ამომავალი;

?ტრენდია, რომელიც ნელდება, ხოლო ივანიშვილი სიძულვილის სუბიექტია, მაგრამ ეს არ აისახება მის ხელისუფლაბში ყოფნაზე, რასაც ხელისუფლების უზურპაცია ქვია;

?ეკლესია მრავალგანშტოებიანი ვერტიკალია, რომელიც სტრუქტურულად ბევრ ადგილასაა გარღვეული, და ადამიანური მდგენელით არაერთგვაროვანია, ხოლო ივანიშვილი ერთპიროვული, უმდიდრესი მონოლითია, რომელიც მოსასყიდი კი არაა ეკლესიასავით (დამატებითი და უდიდესი სისუსტე), პირიქით, იქეთ ყიდულობს;

?ეკლესიამ ვერასდროს ვერ მოახერხა ძლიერი ხელისუფლების ინსტრუმენტალიზაცია, მისი გავლენა არაა ამხელა და მეტწილად მითოლოგიზირებულია (გავლენის რეიტინგებში მაღალი ადგილები “იქნებ ხედავს ღმერთი, რას ვხაზავ” პრინციპის შედეგია და არა რეალობის ასახვა). აი პირიქით – ძლიერ ხელისუფლებას მისი ინსტრუმენტალიზაცია – ყოველთვის. 2008 წლამდე ეკლესია საერთოდ არ იყო მოცემულობა ძლიერი, პროგრესული და უკიდურესად ეფექტიანი ნაცმოძრაობისთვის, აი დაღმასვლის და დასუსტების გზაზე დამდგარისთვის, ნამდვილად გახდა.

ეკლესიის შავრაზმულ გავლენასთან გამკლავებას, სჭირდება მეტი განათლება, მეტი თანმიმდევრულობა, მეტი სეკულარიზმი და ქვეყანაზე მეტი ზრუნვა. ჭირდება ჭკუა, გამბედაობა და ძალა – მედასავლეთე და ეფექტიანი მთავრობა. საკუთრივ ამ უკანასკნელს კი – დემოკრატიული არჩევნები. უზურპატორი ივანიშვილის შემთხვევაში კი, მოყვანილ ლოგიკურ მწკრივს პირიქით უნდა გავყვეთ – არც დემოკრატიული არჩევნები ჩანს და არც მომყოლი შედეგები, ეკლესიის ბნელი ბირთვის დეკონსტრუქციის ჩათვლით.

ყველა მამხილებელი თუ “მამხილებელი”, ვინც პირიქით თვლის ან გვაჩვენებს, რომ თვლის, ამტკიცებს ზუსტად იმას, რაც ივანიშვილს ჭირდება – ბიძნაზე უარესიც არის ამ ქვეყანაში. და აქ ჩნდება ივანიშვილისთვის გადაგდებული მაშველი რგოლი – სიტყვა “ჯერ”, კონსტრუქციაში, “მოდი, ჯერ იმას მივხედოთ”. მეტიც, მთლად ივანიშვილის (ნაკლები ბოროტების) ღვაწლის დაფასებაც შემოდის სცენაზე, ეკლესიის (მეტი ბოროტების) ჩამოშლის გამო, მერე რა, თუნდაც საკუთარი მიზნით, კონკურენტი ჩამოიშოროს, “მთავარი ხომ შედეგია – ეკლესია დამარცხდა”.

სწორედ, ასეთი “ჯერ”-ები ასულდგმულებს ივანიშვილს და მის უზურპაციას. ასეთი “ჯერ”-ები გვაშორებს კეთილ მომავალს, მათ შორის, ეკლესიის შავრაზმულ-რეტროგრადული ელიტის დამარცხებას, და გვაახლოვებს რუსეთის გუბერნიობასთან, სადაც აღარც ქართული სახელმწიფო იქნება და აღარც მართლმადიდებელი ეკლესია. არ იქნება მთავარი – თავისუფლება და მამხილებლები იქნებიან ციხეში, ხოლო “მამხილებლები” ხელისუფლებაში – ან საერო, ან საეკლესიო”-წერს ნიკა გვარამია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები