LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიკა გვარამია: „ჩემი შვილი რომ თინეიჯერულ ასაკში გათხოვდეს, მე გავიგუდავ თავს…“

2678
nika-gvaramianews19

ნიკა გვარამია დღეს გავრცელებულ საზარელ ამბავს ეხმაურება, რომლის თანახმადაც,  სოფელაღაიანში 16 წლის გოგონამ 7 თვის ჩვილი გაგუდა და მიიმალა. გოგონა უკვე დაპატიმრებულია და დანაშაულს აღიარებს, თუმცა მოტივს ვერ ასახელებს.

„რუსთავი 2 “-ის გენერალური დირექტორი წერს:

„ჩემი შვილი რომ თინეიჯერულ ასაკში გათხოვდეს, შვილს რა თქმა უნდა, არ გაგუდავს, მაგრამ მე კი გავიგუდავ თავს!

ელაპარაკეთ თქვენს შვილებს! განსაკუთრებით, მამები და განსაკუთრებით გოგოებს! ბიჭებსაც, რა თქმა უნდა.

ორივე მყავს პრეთინეიჯერულ ასაკში და უკვე ბევრს ვმსჯელობთ ოჯახის და სექსუალობის თემებზე. განვიცდი უხერხულობას – დიახ. ვიშმუშნები და ზოგიერთ შეკითხვას ვერ ვპასუხობ – დიახ. რატომ? იმიტომ რომ სექსუალური განათლება არ მიმიმღია და დაწყობილად არავისთან მილაპარაკია ამ თემებზე.

სექსუალური განათლება სკოლაში! სასწრაფოდ! ეს სჭირდებათ ბავშვებს და ეს გვჭირდება მშობლებს!

p.s. სირცხვილი მე, ყოფილ განათლების მინისტრს, ამისთვის რომ ვერ მოვიცალე და ამ საკითხს არ მივხედე! არც გამხსენებია, იმდენ საქმეში! სირცხვილი მე!“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები