LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიკა გვარამია: „მაია ასათიანს შეეძლო, ჩვენს არხზე სხვა გადაცემა ეკეთებინა…“

30912
gvaramia-asatiani

ნიკა გვარამია ჟურნალ „სარკესთან“ იმ ადამიანების შესახებ საუბრობს, რომლებიც „რუსთავი 2“-ზე დარჩნენ და ამბობს, რომ მათი საქციელით გაოგნებულია.

„ბოდიში, მაგრამ ნაწყენი არავისზე ვარ. „ფორმულაზე“ არის რამდენიმე ადამიანი, რომლებიც მინდოდა, ჩემთან ყოფილიყვნენ, მაგრამ მათ ასეთი არჩევანი გააკეთეს და მათ არჩევანს პატივს ვცემ. არც სხვებზე ვარ ნაწყენი, ნაწყენი კი არა, გაოგნებული ვარ იმ ადამიანებით, რომლებიც ბიძინა ივანიშვილის არხზე დარჩნენ.

„რუსთავი 2“ პირველად თავის ისტორიაში, არის რუსული გავლენის არხი. ეს კი კატასტროფაა და იქ მჯდომი სახეებიც კატასტროფაა ჩემთვის! ამიტომ გაოგნებული ვუყურებ ყველას, თორე ნაწყენი ვარ ხოლმე ჩემს შვილზე. თომა ჩაგელიშვილი რომ იქ ზის, ნამდვილად გაოგნებული ვარ“.

ნიკა გვარამიამ ასევე უპასუხა ჟურნალისტის კითხვას მაია ასათიანთან დაკავშირებით.

„ვინმეს იცნობთ, ვინც „რუსთავი 2“-ზე დარჩა?

მაგალითად, მაია ასათიანი, რომელზეც ნიუსები ვრცელდებოდა, ნიკა გვარამიამ დასცინაო…

მე მაიაზე ცუდი არაფერი მითქვამს. მაია ასათიანი ძალიან ძლიერი „ტელევიზიონშიკია“, თუმცა მე ვფიქრობ, რომ ყვითელ გადაცემებს პერსპექტივა აღარ აქვთ. ამიტომ ჯობია, სხვა რამ გააკეთოს. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ჩვენს არხზე ასე არ იქნებოდა და როგორც ხედავთ, ნანუკაც გადაფორმატდა სოციალურად მწვავე ტიპის თოქშოუდ. ვფიქრობ, ამ ჟანრმა ამოწურა თავისი თავი. მაიას გადაწყვეტილება იყო, რომ იმ არხზე დარჩა.

თუ მის გადაცემაზე უარი უთხარით, აბა რა ექნა?

მაია ძალიან ნიჭიერი ჟურნალისტია, ძალიან კარგი და ძლიერი ადამიანი და ათასი რამის გაკეთება შეუძლია, მაგრამ მან მიიღო გადაწყვეტილება, რომ ისევ „პროფილი“ აკეთოს „რუსთავი 2“-ზე. დანარჩენი აღარაა ჩემი საქმე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები