LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიკა გვარამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართავს

629
აქცია, გვარამია

„რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართავს. როგორც გვარამია სოციალურ ქსელში წერს, არხის წინ სიტუაცია უკიდურესად დაძაბულია.

„ძალიან აგრესიული ადამიანები შეკრებილნი არიან რადიკალური მოთხოვნებით, რომლებიც, ცხადია, არ შესრულდება. პოლიციის რაოდენობა კრიტიკულად მცირეა და თუ აგრესიულმა ადამიანებმა მიიღეს შენობაში შემოჭრის გადაწყვეტილება, დიდი ალბათობით, პოლიცია ვერ უზრუნველყოფს ჩვენს დაცვას.

ალაგმეთ თქვენი ბანდერლოგები, წინააღმდეგ შემთხვევაში, მთელი პასუხისმგებლობა ძალისმიერი სცენარის განვითარებისთვის გეკისრებათ თქვენ და საქართველოს მთელ ხელისუფლებას“, -წერს გვარამია.

„რუსთავი 2“-თან მიმდინარე აქციის მონაწილეები არხის დირექტორის განცხადებას გამოეხმაურნენ. მათი განმარტებით, სიცრუეა გვარამიას მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ აქცის მონაწილეები არხის შენობაში შეჭრას ცდილობენ.

აქცის ერთ-ერთი მონაწილის, პაატა ცივაძის განცხადებით, ისინი მშვიდობიან აქციას მართავენ შიშველი ხელებით და ყველანაირ ძალადობას გმობენ.

აქციის აღნიშნული მონაწილის განცხადებას სხვა მომიტინგეები ოვაციებით შეხვდნენ.

„რუსთავი 2“-ის შენობასთან საპროტესტო აქცია გრძელდება. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები