LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიკა გვარამიას ახალი ბრალდება 76 700 ევროდ ღირებულ ავტომობილის ეპიზოდზე წარედგინა

171
20c67dadf2181730f027911b59d80c47

„რუსთავი 2“-ის ყოფილი გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას ახალ ბრალდებასთან დაკავშირებით გენერალური პროკურატურა განცხადებას ავრცელებს.

„ნიკა გვარამიას დამატებით ბრალი ედება საწარმოში ხელმძღვანელობითი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში“, – აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

პროკურატურის განცხადებით, „2019 წლის 27 თებერვალს, „პორშეს ცენტრსა“ და შპს „პროესკო მედიას“ შორის, გაფორმდა ავტომანქანა „Porche Macan S”-ის ნასყიდობის ხელშეკრულება

გვარამიას ბრალი დაუმძიმეს - რა განცხადებას ავრცელებს პროკურატურა

პროკურატურამ გვარამიასთვის ახალი ბრალის წაყენება გადაწყვიტა

ღირებულებით – 76 700 ევრო, რომლის საფუძველზეც ავტომანქანა ნიკა გვარამიასა და მისი ოჯახის ფაქტობრივ საკუთრებაში გადავიდა, ხოლო ფორმალურ მესაკუთრედ შპს „პროესკო მედია“ დაფიქსირდა. იმავე დღეს „პორშეს ცენტრსა“ და შპს „პროესკო მედიას“ შორის, გაფორმდა სარეკლამო მომსახურებაზე ხელშეკრულება, ღირებულებით – 76 700 ევრო, რომლის ფარგლებშიც, ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ეთერში რეკლამის განთავსება შეთანხმებისამებრ ხდებოდა შეღავათიან/დაბალ ფასად”.

ახალი ბრალდების წარდგენის შემდეგ პროკურატურიდან გამოსულმა ნიკა გვარამიამ თქვა, რომ ავტომანქანა, რომელსაც საქმე უკავშირდება, მისმა ცოლმა იყიდა, თუმცა არც კი დაუკითხავთ.

„პროკურატურას ჩვევაში აქვს უკვე, რომ მე არ დამკითხოს და ისე წამიყენოს ბრალი. იქნებ განსაკუთრებული მტკიცებულება მაქვს, ან ვაღიარებ ბრალს. 

მანქანა განვადებით მქონდა აღებული, ვერ გადავიხადე, დავაბრუნე და ვიხდი ჯარიმას. ეს არის მთელი ისტორია“. – თქვა „რუსთავი 2“-ის ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა გვარამიამ.

პროკურატურის განცხადებაში აღნიშნულია, რომ 2019 წელს „პორშეს ცენტრთან“ ნიკა გვარამიას მიერ განხორციელებული „ბარტერით“ „ნიკა გვარამიამ და მისმა ოჯახმა, ფაქტობრივ საკუთრებაში მიიღო ძვირადღირებული ავტომობილი – ,,Porche Macan S”, ხოლო შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-მა განიცადა მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი“.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები