LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიკა გვარამიას ინფორმაციით, რუსთავის მე-17 კოლონიაში ბუნტია – რას ამბობს პენიტენციური სამსახური

209
რუსთავ

„მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სოციალური ქსელის საშუალებით ავრცელებს ინფორმაციას, რომ რუსთავში მე-17 პენიტენციურ დაწესებულებაში ბუნტია.

„დაიწყეს ყველაფრის დახშობა. შესაძლებლობის ზღვარზე ვმუშაობთ.

ამასობაში, ჩვენი ინფორმაციით, რუსთავის მე- 17 კოლონიაში ბუნტია და გამოკეტილი ყავს დაცვა პატიმრებს“. – წერს ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში.

ინფორმაცია „ფორტუნას“ პენიტენციურ  სამსახურში არ დაუდასტურეს.

მათი ცნობით, რუსთავის  N17 პენიტენციურ დაწესებულებაში დღეს გაჩენილი ხანძრის გამო ელექტროენერგის მიწოდება შეწყდა, რის გამოც პატიმრებს ოჯახის წევრებთან დაკავშირების პრობლემა აქვთ.

„ N17 პენიტენციურ დაწესებულებაში ელექტროენერგიის აღდგენისთანავე ყველა პატიმარს ოჯახის წევრებთან დაკავშირების შესაძლებლობა მიეცემა

N17 პენიტენციური დაწესებულების სამზარეულოში გაჩენილი ხანძარი ამ დროისთვის უკვე ლოკალიზებულია. ხანძრის შედეგად, დაწესებულებას ელექტროენერგიის მიწოდება ამ ეტაპზე შეწყვეტილი აქვს. როგორც კი დაწესებულებაში ელექტროენერგია აღდგება ყველა მსჯავრდებულს ოჯახის წევრებთან დაკავშირების შესაძლებლობა მიეცემა.

N17 დაწესებულების სამზარეულოში ხანძარი დაახლოებით, 14:20 საათზე გაჩნდა.

აღსანიშნავია, რომ სამზარეულო მსჯავრდებულების საცხოვრებელი კორპუსიდან მოშორებით მდებარეობს.

აქვე განმარტავთ, რომ N17 დაწესებულება საკმაოდ მოშორებით მდებარეობს რუსთავში მდებარე სხვა პენიტენციური (N 5, N 6, N 12, N 16) დაწესებულებებისგან და შესაბამისად ცეცხლის გავრცელების საფრთხე არ არსებობს“ . – აცხადებს პენიტენციური სამსახური.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები