LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიკა გვარამიას ნეკა დოროყაშვილის უფლებადამცველებმა უჩივლეს

813
223

ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი მეუღლის, ნეკა დოროყაშვილის უფლებადამცველებმა ტელეკომპანია „მთავარის“ დირექტორს, ნიკა გვარამიას ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაში უჩივლეს.

ქარტიის სამდივნომ დასაშვებად ცნო “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის” განცხადება.

სადავო გადაცემა, “მთავარი აქცენტები” ეთერში 2020 წლის 24 მაისს გავიდა.

მხარის პრეტენზია გვარამიას მონოლოგის იმ ნაწილმა გამოიწვია, როდესაც მან, ყოფილი ცოლის ცემაში ბრალდებული ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმის დეტალებზე ისაუბრა.

“პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის” განმარტებით, გარდა იმისა, რომ წამყვანის მონოლოგში, ბასილაშვილის ყოფილი მეუღლის მხრიდან, შანტაჟთან დაკავშირებული ინფორმაცია ფაქტადაა გადმოცემული და სიმართლეს არ შეესაბამება, მსხვერპლი ისეა წარმოჩენილი, თითქოს მან უბიძგა ბრალდებულს ძალადობის ჩადენისკენ და ქმნის წარმოდგენას, თითქოს “ქალის გარკვეული “არასწორი” სოციალური ქცევა, მამაკაცს ანიჭებს პრივილეგიას, რომ მას ძალადობრივი მეთოდებით გაუსწორდეს.

განმცხადებელი მიიჩნევს, რომ ამბის ამგვარად გადმოცემა ინფორმაციის სიზუსტის დარღვევა და გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის წახალისებაა.

ქარტიის საბჭო განცხადებას ღია სხდომაზე განიხილავს და დაადგენს დაირღვა თუ არა ქარტიის პრინციპები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები