LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიკა გვარამიას პროკურატურაში უჩივიან – რას ითხოვს ტელეკომპანიის ერთ-ერთი მეწილე

382
გვარამია

რუსთავი 2-ის დირექტორს ტელეკომპანიის 9%-იანი წილის მფლობელი უჩივის. ნინო ნიჟარაძე პროკურატურაში სარჩელის შეტანას გეგმავს.

მისი ადვოკატი გიორგი ყავლაშვილი აცხადებს, რომ მათ აქამდე მხოლოდ სამოქალაქო დავა ჰქონდათ და ტელევიზიის დირექტორისა და დომინანტი პარტნიორებისგან ნიჟარაძის სასარგებლოდ გარკვეული თანხის დაკისრებას ითხოვდნენ. როგორც ადვოკატი ამბობს, თუ 18 ივლისს სტრასბურგის სასამართლო ძალაში დატოვებს შიდა სასამართლოების გადაწყვეტილებას და ტელეკომპანია ქიბარ ხალვაშის მფლობელობაში გადავა, სამოქალაქო დავა აზრს დაკარგავს.  

სტრასბურგის გადაწყვეტილებამდე ხელისუფლება ნაბიჯს ვერ გადადგამს - წულუკიანი რუსთავი 2-ზე

თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ შეჩერების გადაწყვეტილება, რომელიც სტრასბურგმა მიიღო, ძალაშია. 

ადვოკატის თქმით, თავის დროზე ნინო ნიჟარაძეს წილის გამოსყიდვა სურდა, მაგრამ მთავარმა პარტნიორებმა არც სხვაზე გაყიდვის უფლება მისცეს, არც თავად შეისყიდეს. გიორგი ყავლაშვილი ამბობს, რომ ასეთი დამოკიდებულება დაუსჯელი არ უნდა დარჩეს და გვარამიამ პასუხი არა სამოქალაქო, არამედ სისხლის სამართლის წესით უნდა აგოს.

შეგახსენებთ, სტრასბურგის გადაწყვეტილება 18 ივლისს გახდება ცნობილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები