LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიკა მელია ატლანტიკური საბჭოს ვიცე -პრეზიდენტს დეიმონ ვილსონ შეხვდა

40
melia

ნიკა მელიამ ამერიკის შეერთებულ შტატებში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ატლანტიკურ საბჭოში შეხვედრა გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას ნიკა მელია ოფიციალურ ფეისბუგვერდზე ავრცელებს.

შეხვედრას საბჭოს ვიცე – პრეზიდენტი დეიმონ ვილსონი და საბჭოს სხვა წევრები ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე საუბარი იყო საქართველოში მიმდინარე პროცესებზე, სტრატეგიული პარტნიორობის გაძლიერებაზე, გეოპოლიტიკურ საფრთხეებზე და რუსეთის გაზრდილ გავლენებზე რეგიონში.

ყურადღება ასევე დაეთმო საქართველოში დემოკრატიული პროცესების განვითარებას და ხაზი გაესვა ოპოზიციური ერთიანობის მნიშვნელობას მომავალი არჩევნებისთვის.

შეგახსენებთ. ნიკა მელია 12 ივნისს პარტიის წევრებთან ერთად აშშ-ში გაემგზავრა. 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები